სამართალი
ღარიბაშვილი: სამხედრო სამსახური იქნება 6-თვიანი, 8 თვიანი, 11-თვიანი

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. ჩვენ ასევე შევიმუშავეთ ეფექტიანი სისტემა, სამხედრო სამსახური იქნება 6-თვიანი, 8 თვიანი, 11 თვიანი იმის მიხედვით ვინ როგორ კარიერას აირჩევს. ეს რა თქმა უნდა იქნება ინტენსიური საბრძლო-სამხედრო ასევე თეორიული მომზადება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჯარისკაცებზე ზრუნვაა და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელდა.

"რაც შეეხება თავდაცვას და უსაფრთხოებას, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ჩვენს ჯარისკაცებზე ზრუნვა ჩვენ ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განვახორციელეთ. ყველა ბაზის განახლება არის დასრულებული, პროექტები გრძელდება ჩვენ დავიწყეთ ახალი ბაზის მშენებლობა მუხროვანში 70 მილიონი ლარის ღირებულების. ასეულობით მილიონი ლარი ბოლო 3 წელიწადში იქნა მიმართული ამ მიმართულებით. ყველა ბაზა მოეწყო თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჩვენს ჯარისკაცებს ღირსეულ პირობებში უწევთ მსახურება, ჩვენი ქვეყნის დაცვა. დაახლოებით რამდენიმე თვეში ჩვენ დავიწყებთ უკვე ახალი კოდექსის მიხედვით სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის განხორციელებას ეს იყო ერთ-ერთი ჩვენი მთავარი დაპირება მოგეხსენებათ რომ ერთ ერთი მთავარი გამოწვევა იყო გირჩის მიერ შემუშავებული პროგრამა რომელიც ათასობით ჩვენს ახალგაზრდას რომ იტყვიან აძლევდა საშუალებას, რომ თავი აერიდებინათ სავალდებულო სამსახურისთვის, ეს იყი მოუგვარებელი პრობლემა. მათ ნახეს კანონმდებლობაში გარკვეული, ასე ვთქვათ, სიცარიელე და 10 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ თავი აარიდა სავალდებულო სამსახურს, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი პრობლემა, ამიტომ ჩვენ ეს პრობლემა გადავწყვიტეთ. ახალი კოდექსი მიღებისთანავე ამოქმედდება და ამ პრობლემას გადაჭრის. ჩვენ ასევე შევიმუშავეთ ეფექტიანი სისტემა, სამხედრო სამსახური იქნება 6-თვიანი, 8 თვიანი, 11 თვიანი იმის მიხედვით ვინ როგორ კარიერას აირჩევს. ეს რა თქმა უნდა იქნება ინტენსიური საბრძლო-სამხედრო ასევე თეორიული მომზადება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.