პოლიტიკა
ღარიბაშვილი: კანდიდატის სტატუსს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. ყველა ის პროგრესი, რომელიც იქნა მიღწეული, ბოლო 10 წელიწადში, ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება მხოლოდ. იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლოა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი აროს „ქართული ოცნების“ დამსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს ძალიან მალე მიიღებს და ამის თქმის საფუძველს იძლევა ის წარმატებული რეფორმები, რომელიც მთავრობამ გაატარა.

მინდა შევეხო წლის მთავარ მოვლენას, ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რომელიც მანამდე იყო ძალიან რთული წარმოსადგენი. ამ ომმა დააჩქარა პროცესები. ჩვენ ეს კარგად გვესმის. ჩვენ ველოდებოდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა, გვესმის, რომ ეს იყო მთლიანად პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ. ეს არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. რომ საქართველოს ამ ეტაპზე არ მიენიჭა სტატუსი. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ ამ სტატუსს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება და ის წარმატებული რეფორმები, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავატარეთ. 12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის, ზედმიწევნით იქნა შესრულებული პარლამენტისა და მთავრობის მიერ და ყველას ჩართულობით, და ჩვენ ახლა ველოდებით ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას. აქვე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ყველა სიკეთე, და ყველა ის პროგრესი, რომელიც იქნა მიღწეული, ბოლო 10 წელიწადში, ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება მხოლოდ. იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლოა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების“ დამსახურება“, - განაცხადა პრემიერმა.