საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. მინდა აღვნიშნო ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტის დაწყება. რამდენიმე კვირის წინ მე ვიყავი რუმინეთში, ბუქარესტში, ეს არის ჩვენი ინიციატივა, ქართული ინიციატივა მეგობრებო. შავი ზღვის ელექტრო კაბელის პროექტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროექტი იქნება სტრატეგიული მნიშვნელობის, ისტორიული, რომელიც რომელიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ქვეყნის სუვერენიტეტს, ენერგო უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას, რაც ბუნებრივია შემდეგ აისახება ქვეყანაზე და ხალხზე.
„ასევე მინდა აღვნიშნო, ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტის დაწყება. რამდენიმე კვირის წინ მე ვიყავი რუმინეთში, ბუქარესტში, ეს არის ჩვენი ინიციატივა, ქართული ინიციატივა მეგობრებო. შავი ზღვის ელექტრო კაბელის პროექტი. ამ პროექტის თაობაზე მე მქონდა საუბარი შარშან, ბრიუსელში. როდესაც ერთ-ერთი ვიზიტით ვიმყოფებოდი ბრიუსელში და მაშინ წარვადგინეთ ერთ-ერთ "ფლეგშიფ" პროექტად, როგორც იტყვიან. სწორედ სწორედ ამის შემდეგ დაიწყო აქტიური მოლაპარაკებები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ჩვენს მეზობელ, მეგობარ სახელმწიფო აზერბაიჯანთან ბუნებრივია რუმინეთთან რომელიც ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მეგობარი სახელმწიფოა და ჩვენ შემდეგ უკვე ახალ ეტაპზე გადავედით რუმინეთთან ერთად, დავიწყეთ უფრო აქტიური მუშაობა ამ პროექტის განხორციელებაზე, მოგეხსენებათ რომ ამ პროექტს შეუერთდა აზერბაიჯანი და სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა ევროკავშირმა, ასევე პროექტს შეუერთდა უნგრეთი და მიგვაჩნია რომ ეს იქნება ერთ-ერთი ხელშესახები, სტრატეგიული მნიშვნელობის, ისტორიული, მე არ მოვერიდები ამ სიტყვის გამოყენებას, პროექტი რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად განვახორციელებთ. და ბუნებრივია შემდეგ ეს ყველაფერი აისახება ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხალხზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.