აქტუალური
ანა ფოტიგა: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და ნიკა გვარამიას საქმე აჩვენებს, როგორ მუშაობს ქართული მართლმსაჯულება

 საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და ნიკა გვარამიას საქმე აჩვენებს, როგორ მუშაობს ქართული მართლმსაჯულება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემიდან თითქმის ათი წელი გავიდა. მიუხედავად ამისა, მისი მდგომარეობა და ნიკა გვარამიას საქმე სიმბოლურია და აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს ქართული მართლმსაჯულება“, – აღნიშნულია განცხადებაში.