პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: #FREEVOVA

   “სერიული მკვლელის, ნარკომანის, აფერისტის, გარყვნილი ჯალათისა და ბიუჯეტის ქურდის, ლაჩარი სააკაშვილის პირადი ტყვე - ვლადიმირ ვლადიმერის ძე არუთიუნიანი - 17 წელი ზის ციხეში არაფრის გამო - მიხეილისგან განსხვავებით, არავინ მოუკლია, გაუძარცვია, გაუპატიურებია, უწამებია, საქართველოს მიწები არ დაუკარგია... სამარტოვეში, მნახველების, ექიმების, ადვოკატების, სიმპატიებისა და ემპატიების გარეშე, ფრანგ კლასიკოსებს კითხულობს ორიგინალში, ანუ ფრანგულად, არ ჩივის, პრეზიდენტისგან შეწყალებას არ ითხოვს - ფრანცუჟანკა მეძვირეა, ვოვას კი ფული სულ არ აქვს. ღრმად მოხუცი დედამისი, ფრანგულის მასწავლებელი, ბაზრის შემოსასვლელში თითმოჭრილ ხელთათმანებში სალფეტკს და ცელოფნის პარკებს ყიდის (თითო გაყიდულიდან 2 თეთრი რჩება) - ზამთარ-ზაფხულ, ციხეში მისატანი ამანათისთვის ფულს აგროვებს - უმამოდ გაზრდილი შვილისთვის, რომელთან, დედის გარდა, პაიმანზე არავინ დადის, ცოლის მოყვანა ვერ მოასწრო - 27 წლის იყო, რომ დააპატიმრეს, დღეს 44 წლისაა... სამუდამო აქვს მისჯილი, მაგრამ ახვარი ნაცები - არაკაცები მის განთავისუფლებაზე არ ფიქრობენ, დედიკო გიჟული კი ქალბატონ ანჟელასგან პარკებს არ ყიდულობს - ზმანებში, ფულებში და სექსში ბანაობს…

აი ასეთია ორი სომეხის ისტორია - მიშასი და ვოვასი, არაკაცისა და კაცური კაცის....

#FREEVOVA

თბილისში "ცე-რე-"- (CIA) სპეცოპერაცია "თავდასხმა პრეზიდენტზე" თავიდან ბოლომდე იყო დადგმული სპექტაკლი, მათ შორის - ქართული ძალოვანი სტრუქტურების (სოდ-, კუდ-, პატრული) ყველა სპეცდანიშნულების ქვეგანაყოფის მიერ არუთიუნიანის შემდგომი აყვანა, რომლის დროს კუდ-ის თანამშრომელი ზურაბ ქვლივიძე იყო მოკლული! მან იმსხვერპლა არა არუთიუნიანის, არამედ ვაშლიჯვარში ალყაშემორტყმული სახლის გარშემო ჩასაფრებული ერთ-ერთი თანამშრომლის გასროლილ ტყვიას! მიზნებს შორის დავასახელებ მარტო "დამამძიმებელი გარემოებების" შექმნას; ოთხი თვის წინ პრემიერ ჟვანიას მკვლელობის ფაქტის გადაფარვასა და ქართველებსა და სომხებს შორის ეთნიკური შუღლის გაღვივებას. დაიკითხოს შს მაშინდელი პრესსამსახურის უფროსი გურამ დონაძე, ყველაფრის საქმის კურსშია“, - წერს თავის Facebook-გვერდზე „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი.

2022 წლის 25 დეკემბერი
საქართველო, თბილისი