პოლიტიკა
მთავრობის წევრებმა სტიქიის შედეგების შესახებ პრეზიდენტთან ისაუბრეს

misha-direqtivaსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრებისაგან რიკოთის უღელტეხილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში ზურაბ არსოშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ესწრებოდნენ.

მინისტრ ნიკოლაიშვილის განცხადებით, უკვე გაიხსნა რიკოთის გვირაბის შემოვლითი გზა. რამდენიმე დღით შეჩერდება რიკოთის გვირაბის რეაბილიტაცია, რაც ტვირთბრუნვას გაზრდის. ნიკა გილაურის განმარტებით კი, ადგილზე 360 ერთეული ტექნიკა და 1100 მუშა მუშაობს, რათა გზის სწრაფი და სრული რეაბილიტაცია მოხდეს. პრემიერის ინფორმაციით, 3-4 დღეში მოძრაობა – ნაწილობრივ, ხოლო ორ კვირაში სრული დატვირთვით აღდგება.

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, საკურორტო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, აღნიშნული მიმართულებით ნაკადი გაიზრდება, რაც ორმაგად გაზრდის გზის საჭიროებას.
„მთავრობამ მოახდინა სწრაფი რეაგირება, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს შესაბამისი რესურსი და ტექნიკა, რომ მსგავს შემთხვევებს წინ აღუდგეს“, – განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, დაზარალებულ ოჯახებს, რომლებიც საკურორტო სეზონის დადგომას ელიან, მთავრობა უნდა დაეხმაროს.