საზოგადოება
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6740 ლარი გახდა

 საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6740 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6646 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0094 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8446 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.8287 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0159 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.