საზოგადოება
პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა კი თავის გამოსვლაში შეეცადა, დაერწმუნებინა შეხვედრის მონაწილეები, რომ არ არიან ხელისუფლებასთან გარიგებულნი. „ედპ ნეგატიურადაა განწყობილი რევოლუციების მიმართ. იმისათვის, რომ ხელისუფლებასთან გარიგებაში არ დაგვადანაშაულონ, არ უნდა ვთქვათ, რომ არ გვინდა რევოლუცია? მიხეილ სააკაშვილს ბევრ საკითხში გვერდში დავუდგებით, მაგრამ არ მოგვწონს ხელისუფლების კურსი სოციალურ საკითხთან მიმართებაში, ამიტომაც ვარ ოპოზიციაში. ჩვენ შიძლება არ მოგვწონდეს მიშა, მაგრამ გვიყვარს საქართველო“, – აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.
ქარდავას განცხადებით, რაკი ედპ არის თანმიმდევრული, ეს გარიგებად მიაჩნიათ. „არ შეიძლება გაბრაზებული იყო შენს ქვეყანაზე. „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ უნდა დაინგრეს, როგორც „მოქალაქეთა კავშირი“ დაინგრა, არამედ უნდა გადავიდეს ოპოზიციაში, ხელისუფლებაში კი ედპ უნდა მოვიდეს. ამისათვის არსებობს მხოლოდ არჩევნების გზა, ანუ შეიძლება ეს ხელისუფლება შეიცვალოს ისე, რომ ქვეყანა არ დაინგრეს“, – დასძინა ბაჩუკი ქარდავამ.