პოლიტიკა
საუდის არაბეთის სამეფოში ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

 საქართველო, 22 დეკემბერი, საქინფორმი. საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მეფე ხალიდის სახელობის რიადის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

პრემიერ-მინისტრს აეროპორტში რიადის გუბერნატორის მოადგილე, პრინცი მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ საუდი, საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრი ფაიზალ ალ იბრაჰიმი, საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ელჩი სალმან ალ ალშეიხი და საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ვახტანგ ჯაოშვილი დახვდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.