აქტუალური
დღეს, 20 ივნისს, ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის მორიგი დიალოგი გაიმართება, რაც ადამიანის უფლებების დარეგულირებას შეეხება. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი კი 26 მაისს თბილისში საპროტესტო აქციის ძალადობრივი დარბევა იქნება.
ამის შესახებ ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა განაცხადა.
„დიალოგის დროს წარმოდგენილი იქნება კითხვების დიდი რაოდენობა, მათ შორის, 26 მაისის მოვლენები და ის განცხადებები, თუ როგორ არაპროპორციულად იქნა ძალა გამოყენებული ქართული პოლიციის მხრიდან როგორც მომიტინგეების, ისე ჟურნალისტების მიმართ“, – აღნიშულია დიმიტროვის განცხადებაში.მისივე თქმით, ევროკავშირი დიდ ინტერესს იჩენს ადამიანის უფლებების დაცვისა და ამ სფეროში მონიტორინგის ჩატარების მიმართ.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს ხელისუფლებამ რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქცია დაარბია. ოფიციალური მონაცემებით, გარდაიცვალა 2 ადამიანი და დაპატიმრებულია 90.