საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 19 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის რეალური შიდა პროდუქტი (მშპ) 9.8%-ით გაიზარდა და 19.3 მლრდ ლარი გახდა.
საქსტატის ცნობით, 2022 წლის III კვარტალში, მშპ-ის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (74.9%); ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (34.7%); ტრანსპორტი და დასაწყობება (29.0%); მშენებლობა (9.1%); საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.8%); დამამუშავებელი მრეწველობა (5.5%).
კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-14.3%), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-6.3%), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-5.7%).
საქსტატი დაზუსტებულ მონაცემებს 2023 წლის 15 ნოემბერს გამოაქვეყნებს.