საზოგადოება
როგორც თბილისის მერმა გიგი უგულავამ ლატვიაში ვიზიტისას „ტელეგრაფისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, „საქართველოს დედაქალაქში უმუშევრობის დონე მაღალია და, სამწუხაროდ, 25%-ს შეადგენს“.
„საშუალოდ, ქვეყანაში უმუშევრობის დონე 16%-ია. ეს იმიტომ, რომ რაიონებიდან ბევრი ადამიანი დასაქმების იმედით დედაქალაქში მოდის. უმუშევრობა ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაა“, – აცხადებს უგულავა. გარდა იმისა, რომ თბილისის მერის მონაცემები რეალურ მონაცემებს არ ემთხვევა და უმუშევრობის დონე გაცილებით მაღალია საქართველოს დედაქალაქშიც და ქვეყანაშიც, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მუდვიმად იმის განცხადება, რომ უმუშევრობა ყველაზე დიდი პრობლემაა მათთვის, ალბათ, იმაზე მიანიშნებს, რომ მათ ამ პრობლემის მოგვარება არ ძალუძთ, მათი ყბადაღებული სლოგანი კი – „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“, კვლავ უდრეკად დგას საკუთარ პოზიციაზე.