პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ქართული პრობლემა

   თუ საქართველოში არ იქნა მიღებული გადაუდებელი ზომები ეროვნულ დონეზე (ერის გადარჩენის გეგმა), მაშინ საქართველო, როგორც ეროვნული სახელმწიფო, და ქართველი ერი გაქრება, განზავდება გადამთიელების - უცხოტომელებისა და მათი ადგილობრივი მუტანტების მიერ შექმნილ აგრესიულ გარემოში. სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმის სცენარი კი არა, მწარე სიმართლეა ქართული პრობლემის შესახებ, უფრო სწორად, ქართული უბედურების შესახებ, რომელზეც ქართველ საზოგადოებაში საუბარი მიღებული არ არის, თუმცა ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია.

   არა, მე არ ვგულისხმობ ეკონომიკას, ინფლაციას ან სამუშაო ადგილებს. პური არსობისა, რომელიც მსოფლიოს ბევრი ქვეყნებისთვის მთავარი პრობლემაა, საქართველოსთვის პრობლემა არ არის, უფრო სწორედ, სწრაფად გადასაჭრელი პრობლემაა. ქვეყანა ფლობს მთავარ სიმდიდრეს - სასმელი წყლის დიდ რესურსებს, რომლითაც მსოფლიოს უმეტესი ქვეყნები ვერ დაიკვეხნიან, და ასევე აქვს გამდიდრების მრავალი პერსპექტიული წყარო, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. ჩამოვთვლი მხოლოდ რამდენიმეს: შემოსავალი ტვირთების/საქონლის ტრანზიტიდან „ერთი სარტყელი - ერთი გზის” მარშრუტით, რომელზედაც მდებარეობს საქართველო; შემოსავლები აზერბაიჯანიდან კასპიის ნავთობისა და გაზის ტრანზიტიდან - საქართველოზე გამავალი მილსადენებით - თურქეთში და შემდგომ ევროპაში; შემოსავლები ელექტროენერგიის (მათ შორის განახლებადი, „მწვანე“) ტრანზიტიდან საქართველოზე გამავალი კაბელით აზერბაიჯანიდან და შემდგომში - შავი ზღვის ფსკერზე ევროპისკენ; რუსული ბაზარი, ფართოდ გაღებული ქართული ექსპორტისთვის; შემოსავლები ტურიზმიდან (2022 წელს $3 მილიარდზე მეტი) და რუსი ტურისტები, რომლებიც მასობრივად სტუმრობენ საქართველოს; მილიონიანი ქართული დიასპორა რუსეთში, რომელიც მატერიალურად ეხმარება საქართველოში მყოფ ნათესავებსა და მეგობრებს (2022 წელს 1,5 მილიარდამდე დოლარის ოდენობით ფულადი გზავნილები). განა არ არის საკმარისი, რომ საქართველოში დარჩენილი 3 მილიონამდე მოქალაქე ძალიან მდიდრულად ცხოვრობდეს?!

   მაშ რა არის ქართული პრობლემა, თუ საქართველოს არ ელის სიცივე და შიმშილი? სამხედრო ინტერვენცია? არა, საქართველოზე თავდასხმას არავინ აპირებს, ის ზედმეტად მიმზიდველია იმისთვის, რომ მხოლოდ ვინმე ერთს ერგოს!

   ქართული პრობლემა არის სასოწარკვეთაში, უიმედობაში, წყვდიადში, რაც ქართველების ახალგაზრდა თაობას დასავლეთიდან ჩამოსულმა გადამთიელებმა-უცხოტომელებმა და მათმა ადგილობრივმა მსახურებმა - სააკაშვილის ჰიბრიდულმა მუტანტებმა შთააგონეს.

აი რატომ აღარ წარმოთქვამენ ახალგაზრდა ქართველები ტრადიციულ სადღეგრძელოს „სამშობლოს - საქართველოს გაუმარჯოს!“, ნიჰილისტურად განწყობილი ახალგაზრდობა დღეს მეორე უკიდურესობაშია ჩავარდნილი და ამას ცარიელ ბაქიობად და ცუდ ტონად მიიჩნევს - აქაოდა, სამშობლო იქაა, სადაც კარგად ვცხოვრობ და დროს ვატარებ!

სწორედ ამიტომ, გახშირებული საქართველოში არადამახასიათებელი დანაშაულების 100 პროცენტი - მკვლელობის ოჯახის წევრებს, თანაკლასელებს, მეგობრებს შორის - ქართველების ჩადენილია, ხოლო არაქართველი ეროვნების ბავშვები, როგორც წესი, კანონმორჩილი არიან, კარგად სწავლობენ, თავს არ არიდებენ ფიზიკურ შრომასაც და ემზადებიან იქ გასამგზავრებლად, სადაც პერსპექტივა აქვთ.

სააკაშვილმა ვითომ გაანადგურა ქუჩის მენტალიტეტი - თვითონ გახდა კანონიერი ქურდიცა და კანონიც! მერე აღმოჩნდა, რომ ის მკვლელი და ჯალათი იყო და, მაშასადამე, „ქურდები“ და „ქურდული სამყარო“ კარგი იყო, გადაწყვიტა ქართველმა ახალგაზრდობამ. არა, ამბობენ დღეს მიშას ქურუმები-რადიკალები ოპოზიციიდან, აქაოდა, სააკაშვილი და ჩვენ კარგები ვართ, აი ივანიშვილის ამჟამინდელი ხელისუფლება კი, რომელიც გვლანძღავს, სამშობლოს მოღალატეები არიან - რუსეთუმეები! რა ესაქმებათ აქ დაბნეულ ახალგაზრდებს, რომლებსაც ოჯახში უთანხმოება აქვთ - მამა „ოცნების“ მხარდამჭერია, დედა კი – „ნაცების“ მტკიცე აქტივისტი?! სწორია, ახალგაზრდები კარგავენ პატივისცემას უფროსების მიმართ, აფურთხებენ ერთსაც და მეორესაც, იღებენ ფულს მათგან, ვინც იხდის, ხოლო ვისაც არ უხდიან, ისინი ხელში დანას ან იარაღს იღებენ! ან ყიდულობენ ბილეთს საზღვარგარეთ, ერთი მიმართულებით... რუსთაველის, გორგასლისა და აღმაშენებლის ბარაქიან სამშობლოში გაზრდილნი, ჯოჯოხეთის გზას გადიან, რომ როგორც არალეგალური უპატრონო მიგრანტები აშშ-სა და სხვა დასავლურ ქვეყნების საზღვრებამდე როგორმე მიახწიონ და ჩაბარდნენ... რაც ძალიან ხელსაყრელია მათთვის, ვისაც სჭირდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორია - მოსახლეობის გარეშე, რათა განახორციელონ სრული კონტროლი შავი ზღვის რეგიონში გეოსტრატეგიულ პლაცდარმზე. 500 ათასი ადგილობრივი ქართველი სავსებით საკმარისია სამხედრო ბაზების, ენერგეტიკული და სხვა სტრატეგიული ობიექტების მოსამსახურებლად (წყალმომარაგება, პორტები, გზები და ა.შ.), აგრეთვე ზემოდნახსენები საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ტრანსნაციონალური მაგისტრალური მილსადენები და სხვა კომუნიკაციები.

   „ღმერთო ჩემო, ნუ აჭარბებთ! - იტყვიან ურწმუნო თომას მიმდევრები, ანუ დასავლური პროპაგანდის მსხვერპლნი. არავითარი ქართული პრობლემა და, მით უმეტეს, ქართული უბედურება არ არსებობს! საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე, თითქმის ევროკავშირის წევრი და ნატოს მომავალი წევრია, ქართველები კი ევროპელები არიან. დიახ, ჩვენ ცივილიზებულ დასავლეთთან ერთად ვართ უკრაინის მხარეზე, დიახ, ქართველი ახალგაზრდობა ირჩევს ევროატლანტიკურ დემოკრატიულ ღირებულებებს და არა ვიწრო ეროვნულ ტრადიციულს, განა მხოლოდ ჩვენ ვართ ასეთი?!

   აბა „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“. ასეთი ობივატელებთან ლაპარაკი იგივეა, კედელს ცერცვი შეაყარო, უქმად გარჯაა! მაშ, იყავით თანმიმდევრული, ბატონებო: 14 დეკემბერს პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ მოწონებულ კანონს, რომელმაც აშშ-ში ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა. რაღას ელოდებით?! გააუქმეთ საქართველოს კონსტიტუციაში პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით შეტანილი დეფინიცია, რომ ქორწინება - ქალისა და მამაკაცის კავშირია, და ეგაა!

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2022 წლის 19 დეკემბერი
საქართველო, თბილისი