სამართალი
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უკრაინის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტრო შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარების გაუარესების გამო.

„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმადაა შეშფოთებული უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარების მნიშვნელოვნად გაუარესების გამო. უკრაინის მოქალაქის კრიტიკული ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, უზრუნველყოს სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე დააკმაყოფილოს შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შესახებ, რათა ის გადაყვანილი იყოს ევროპის ან აშშ-ის კლინიკაში შემდგომი მკურნალობისთვის.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში უკრაინის უმაღლესი რადას წარმომადგენლის, დმიტრო ლუბინეცის დაშვება მიხეილ სააკაშვილთან. უკრაინა მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უკრაინის მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, მათ შორის მიხეილ სააკშვილის, რომელიც უნდა გათავისუფლდეს“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.