სამართალი
პროკურატურამ ბადრი ბიწაძის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა

badri_bitsadze2როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულ ბადრი ბიწაძის მიმართ, ადრე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების (გირაოს) პირობების დარღვევის გამო, უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების შესახებ, შუამდგომლობით მიმართა.

„კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში, სასამართლო აღნიშნული შუამდგომლობის თაობაზე იმსჯელებს“, – აცხადებენ სამინისტროში.

ბიწაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 20 ივნისს, 14:00 საათზე, განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 31 მაისს საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბიწაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს ასი ათასი ლარის, გამოყენების შესახებ შუამდგომლობით მიმართა, თუმცა ბიწაძემ გირაოს თანხა არ გადაიხადა.

ბიწაძეს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წაუყენა.