აქტუალური
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 3.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

 საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. 2022 წლის იანვარი-ნოემბრის თვეებში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი 3,159,558,975 აშშ დოლარი დაფიქსირდა, – ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 103.5%-ით აღდგენაა (ზრდა +108,134,426 აშშ დოლარი).

2021 წლის იანვარი-ნოემბრის თვეებთან შედარებით, მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია +2,040,668,275 (+182.4%) აშშ დოლარით.

2022 წლის ნოემბრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 305,029,882 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 151.2%-ით აღდგენაა, 2021 წლის ნოემბრის თვესთან შედარებით კი მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია +194,075,877 (+174.9%) აშშ დოლარით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.