საქართველოსა და მსოფლიოში თუ კიდევაც ვინმეს ილუზია შემორჩენოდა „პუტინის ტყვეზე“, როგორც სააკაშვილს უწოდებენ მისი დაბრუნებით დაინტერესებულ წრეებში (მხარდამჭერები რადიკალური ოპოზიციიდან, კორუმპირებული ევროპელი და ამერიკელი პარლამენტარები, ჩინოვნიკები და დიპლომატები, რომლებიც ათიათასობით დოლარად ლობირებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გახრწნილ პოლიტიკურ ფიგურას), სააკაშვილის ლუქს-პალატიდან 10-წუთიანი ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ ისინი გაუჩინარდნენ. ფრაგმენტები სააკაშვილის საქციელის შესახებ კლინიკაში „Viva Maddy“ არანაკლებ შოკისმომგვრელი იყო, ვიდრე 2012 წელს გამოქვეყნებული წამების ვიდეოები. საქართველოს ექს-პრეზიდენტი, რომელიც, სხვათა შორის, ამომრჩეველთა უმრავლესობას არ აურჩევია და არც არასოდეს მიუჩნევია თავის პრეზიდენტად, სწორედ ისეთი სისხლისმსმელი აღმოჩნდა, როგორადაც მას ახასიათებდნენ - მამაკაცურ ღირსებას მოკლებული ისტერიული მატყუარა, თავხედი და უხიაკი, თავს რომ კეისრად წარმოიდგენდა.
იმის დანახვისას, თუ როგორ შეურაცხყოფს ეს ფეთხუმი ფსიქოპათი სამედიცინო პერსონალს - მასზე მზრუნველ მედდებს, რომლებიც უდრტვინველად იტანენ მისგან აბუჩად აგდებას, თუ როგორ ისვრის ხელთ მოხვედრილ სხვადასხვა საგნებს, როგორ პრიმიტიულად სიმულირებს ავადმყოფობას, საწოლიდან იატაკზე დანარცხებით, ადვილი წარმოსადგენია სურათი, გაცეცხელებული როგორ ესვრის საფერფლეს ზურაბ ჟვანიას საფეთქელში და კლავს, შემდეგ კი იგონებს ამაზრზენ პრიმიტიულ სცენარს პრემიერ-მინისტრის გაზით მოწამვლის შესახებ ახალგაზრდა ჩინოვნიკთან, აზერბაიჯანელ იუსუპოვთან პაემნისას, რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ მოკლეს მეტი დამაჯერებლობისთვის. იმავე სიმსუბუქით, რომლითაც სააკაშვილი პალატაში დებოშრობს, ის 9 წლის განმავლობაში უმოწყალოდ წყვეტდა ხალხის ბედს, ბრძანებდა, მოეკლათ მილიარდერი პატარკაციშვილი, აკადემიკოსი შარაძე და ყველა დანარჩენი, ცნობილი თუ უცნობი მოქალაქეები! ეჭვშეუტანელია, რომ ამ სადისტმა გასცა ბრძანება „Град“-ებით ცხინვალის მიწასთან გაასწორების შესახებ სწორედ ღამით, რათა იქ არავინ გადარჩენილიყო!
დედიკო გიჟული, როგორც მე ვეძახი სააკაშვილის დედას გიული ალასანიას - ნაძრახი დედალი, მთელი ცხოვრება შვილს ქვაბებით რომ მიუთრევს სადილებს, ხან - ბორისპოლის აეროპორტში, სადაც სსრკ კგბ-ს სასაზღვრო ჯარებში ეფრეიტორმა და ნაწილი კომკავშირის კომიტეტის მდივანმა მიშენკამ სავალდაბეულო სამხედრო სამსახური გაიარა, ახლა კი - „Viva Maddy“-ის კლინიკაში, სადაც რატომღაც, ციხის საკნის ნაცვლად, რამდენიმე უმძიმეს საქმეზე მსჯავრდებული დამნაშავე იმყოფება! სააკაშვილის ვაჟები და ყოფილი მეუღლე სანდრა უბედური ადამიანები არიან, რომლებმაც არ იცოდნენ ან საზოგადოებას იმდენი წელი უმალდნენ მწარე სიმართლე უღირსი მამისა და ქმრის შესახებ. საშიში არიან არა ისინი, არამედ აქტივისტები - რევანშისტები, რომლებიც სააკაშვილის მხარდასაჭერად ფლეშმობებს აწყობენ; ოთხი ტელეკომპანია და სააკაშვილის დასავლელი ლობისტები, რომლებიც სახიფათო მიზნისკენ მიისწრაფვიან: გამოიყენონ სააკაშვილის ფაქტორი ახალი „რევოლუციების“ მოსაწყობად - საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების დასამხობად და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. შემაშფოთებელია, რომ ისინი სარგებლობენ დასავლური წრეების მხარდაჭერით, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების, რადგან ისინი მოქმედ მთავრობას პრორუსულს უწოდებენ და პირობას დებენ, რომ ხელისუფლების წარმატებულად მიტაცების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გახსნიან „მეორე ფრონტს“ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ - უკრაინის მხარდასაჭერად!
„სააკაშვილი სამკურნალოდ დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა გადაიყვანონ, ჩვენ მისი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა გვაშფოთებს! - გვეუბნებიან ევროპუტატები, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები, ასე გამოდის, რომ საქართველო არადემოკრატიული ქვეყანაა?! მაშ რას ნერგავდნენ აქ 30 წლის განმავლობაში?! „თუ სააკაშვილს არ გაათავისუფლებთ და ივანიშვილს საკანონმდებლო დონეზე პერსონალურ სანქციებს არ დაუწესებთ, საქართველო ვერ ეღირსება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რომელიც ჩვენ უკრაინასა და მოლდოვას მივეცით!“- გვეუბნება ევროპარლამენტი. და ეს - კიევის ხელისუფლების მხრიდან გაუთავებელი კრიტიკისა და მუქარის ფონზე - უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის "ცუდად მოპყრობისთვის", უკრაინისთვის მის გადაცემაზე უარის თქმისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის გაგზავნასა და ქართული არმიის ძალებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსულ ბაზებზე თავდასხმაზე უარისთვის! დამატებით პრობლემებს უქმნის პრეზიდენტი/რეზიდენტი ზურაბიშვილი, რომელიც თავის სამსახურებრივ მდგომარეობას (ფინანსურ რესურსს) იყენებს სახლში - საფრანგეთში და ე.წ. ახალი ევროპის ქვეყნებში ჩასასვლელად, სადაც ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, გააკრიტიკოს საქართველოს მთავრობა, საპარლამენტო უმრავლესობა და მმართველი პარტია - აქაოდა, მე ასეთი არ ვარ, მე ევროპელი ვარ, ჩემი ნება რომ იყოს, "მეორე ფრონტიც“ დიდი ხნის წინ გაიხსნებოდა, გვარამია და სააკაშვილიც გათავისუფლდებოდა, ოპოზიცია კი ხელისუფლებაში დაიშვებოდა! როდემდე გაუძლებს “ქართული ოცნების“ ხელისუფლება ასეთ ზეწოლას?
რა გვხვდება თვალში მთელ ამ ჭრელ სურათში? კარგად თუ ცუდად, საქართველოსთან და საქართველოზე ყველა ლაპარაკობს - შორეული ვაშინგტონი და ლონდონი, პარიზი, ბერლინი და ბრიუსელი, ყველას თურმე "აწუხებს დემოკრატიის მდგომარეობა" საქართველოში, რომ ის თითქოს "უკან იხევს ევროატლანტიკური გზიდან“! არ ლაპარაკობს მხოლოდ რუსეთი - უახლოესი მეზობელი... კარგი, რუსეთი და საქართველო ერთმანეთს არ ელაპარაკებიან , რადგან მათ შორის დიპურთიერთობები არ არსებობს, მაგრამ რა უშლის ხელს მოსკოვს, ილაპარაკოს საქართველოზე - გააკეთოს შეფასებები, განცხადებები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების რეალიებისა და პერსპექტივების შესახებ? დენის გონჩარის „ТАСС“-ისთვის მიცემული ამასწინანდელი ინტერვიუს გარდა, სხვა პრეცედენტს ვერ ვიხსენებ. არა მგონია, რომ მსგავსი კონტაქტები კულუარულად, ან კარასინ-აბაშიძის ხაზით ხორციელდებოდეს - ის ფორმატი და დონე არ არის.
მაშ, ვისი იმედი შეიძლება გვქონდეს, ვის შეიძლება დაეყრდნოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფორს-მაჟორის შემთხვევაში? მიუხედავად იმისა, რომ სომხეთმა, აზერბაიჯანმა, რუსეთმა და თურქეთმა ცალსახად არაერთხელ გამოთქვეს იმედი, რომ საქართველო შეუერთდება 3+3 კავკასიის პლატფორმას, ჩვენ ამისგან თავს ვიკავებთ, თუმცა გვაქვს ექსკლუზიური პარტნიორული ურთიერთობები აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან. თუ ჯერ კიდევ გუშინ შესაძლოა ნაადრევიც იყო, მაგრამ უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, რუსეთმა განსაზღვრა თავისი პრიორიტეტები და გამჰეყო მეგობრები მტრებისგან, ამიტომ, დროა, თუ საქართველოსთან - არა, მოსკოვი საქართველოზე ალაპარაკდეს. ქართველი ხალხისთვის სასარგებლოა იმის ცოდნა, თუ რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვარიანტისას, ვის უნდა ელოდოს ჩრდილოეთიდან - მეგობრებს, მტრებს თუ გარეშე დამკვირვებლებს.
არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
2022 წლის 17 დეკემბერი
საქართველო, თბილისი