პოლიტიკა
მიმდინარე კვირას ბრიუსელში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება

briuseli4როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, ბრიუსელში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ რიგით მეოთხე სხდომა ჩატარდება, რომელზეც მხარეები ამ მხრივ არსებულ ვითარებას შეაფასებენ. განხილვის საგანი ამ მიმართულებით არსებული საკანონმდბელო ბაზა, საარჩევნო სისტემა, სასამართლო სისტემის რეფორმა, აზრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და უმცირესობების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა იქნება.

გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დღეს ბრიუსელში ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შეხვედრა იგეგმება და იქ მიღებული დოკუმენტი შესაძლოა, სექტემბერში დაგეგმილ „აღმოსავლეთპარტნიორობის“ სამიტზე მისაღებ დეკლარაციას დაედოს საფუძვლად.

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ქვეკომიტეტის რიგით მეოთხე სხდომაც გაიმართება, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს ეხება.

უწყებათაშორისი დელეგაცია ბრიუსელში უკვე გაემგზავრა.