საზოგადოება
საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტში დამატებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და მისი გამტარუნარიანობა არსებული მილიონი ტონიდან ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება.
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ თურქმენბაშში, თურქმენეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ბაქომ აღნიშნული სარკინიგზო პროექტი ანკარასთან ერთად 2017 წელს დაიწყო და ტვირთების გადაზიდვას წარმატებით ახორციელებს.