აქტუალური
მობილური კავშირის ქსელების ახალი ნუმერაცია

mobil-poneდღეიდან მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელების ნუმერაცია შეიცვალა.

როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან იტყობინებიან, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების შესაბამისად, მობილურ სააბონენტო ნომერს 8-იანის ნაცვლად პირველ ციფრად დაემატა 5. მაგალითად, სააბონენტო ნომერი 877-XX-XX-XX გახდა 577-XX-XX-XX.

მობილურ ქსელებში სატელეფონო ზარის შესრულებისას (მაგთიკომი, ჯეოსელი, მობიტელი) აბონენტმა უნდა აკრიფოს ციფრების კომბინაცია 577-XX-XX-XX.

ამასთან, ფიქსირებული სატელეფონო ნომრიდან მობილურ ქსელში დასარეკავად აბონენტმა უნდა გამოიყენოს ციფრების კომბინაცია 8-577- XX-XX-XX.