სამართალი
სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ უკრაინაში 35 ქართველი დაქირავებული მებრძოლი დაიღუპა

 საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ 13 დეკემბერს უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი მიხეილ თევდორაძე და სერგო ქართველიშვილი დაიღუპა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თევდორაძე და ქართველიშვილი უკრაინის ქალაქ ბახმუტთან იბრძოდნენ. ამ დროისთვის უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიერ დაღუპულთა სამშობლოში გადმოსასვენებლად საჭირო ღონისძიებები ტარდება.

10 დღის წინ, 3 დეკემბერს, ასევე ბახმუტთან დაიღუპა ხუთი ქართველი მებრძოლი – ავთო რურუა, რომეო ფირცხალავა, როლანდ კვარაცხელია, ბადრი მარკელია და მერაბ ალადაშვილი.

არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს 28 მოქალაქე დაიღუპა.