უცხოეთი
რატომ არ უშვებდნენ საქართველოში რუს მწერალ ბიკოვს

 საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. საზღვარზე 4-საათიანი დაყოვნების შემდეგ, პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე რუსი მწერალი და ჟურნალისტი დიმიტრი ბიკოვი მეუღლესთან და შვილთან ერთად საქართველოში შემოუშვეს. ბიკოვი სტამბოლიდან ბათუმში პატარა შვილთან და მეუღლესთან, ეკატერინა ქევხიშვილთან ერთად ჩაფრინდა.

თავად ბიკოვმა ტელეკომპანია ფორმულას განუცხადა, რომ არ ესმის, რა კითხვები შეიძლება დაესვა ქართველ მესაზღვრეებს მისთვის. მისი თქმით, ის ყოველთვის ცალსახა პოზიციას იკავებდა როგორც რუსეთის ომზე უკრაინის წინააღმდეგ, ასევე 2008 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოში.

“მე არასოდეს ვყოფილვარ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი ომს, 2008 წლის აგვისტოს ომში ცალსახა პოზიცია დავიკავე. დიდი ალბათობით, პუტინის ძალები ცდილობენ ხელი შეუშალონ ჩემს ჩასვლას საქართველოში, – განაცხადა ბიკოვმა.

ლაშა ბუღაძე წერს, რომ მრცხვენია, რომ 2008 წლის ომის დროს მოსკოვის ქუჩებში პლაკატით „მე ვარ ქართველი“ გამოვიდა მამაკაცის ოჯახი ქართველი მესაზღვრეების მოლოდინმა ანერვიულა და აწამა.

timer.ge