აქტუალური
საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 13 დეკემბერს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობა 32.2%-ით გაიზარდა და 17.02 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში, 31.8%-ით – 5.03 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 32.5%-ით – 11.98 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 6.94 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8%-ია.