აქტუალური
საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა ამოიწურა.
კანდიდატებად გუშინ ოფიციალურად დარეგისტრირდნენ ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და პარტიის ყოფილი წევრი ნონა მამულაშვილი.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების თარიღად 28-29 იანვარი განისაზღვრა. თარიღზე გადაწყვეტილება პარტიის წევრებმა 11 დეკემბერს პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს. პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ე.წ. ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება.