რედაქტორისგან
საქართველოს ფარგლებს გარეთ მებრძოლი ქართველი არის მამლუქი, და არა გმირი! - არნო ხიდირბეგიშვილი

  ღარიბაშვილმასაწყალი ბიჭებირატომ გვიწოდაო!“ - ეწყინათ უკრაინაში მეომარ საქართველოს მოქალაქეებს, და მართლებიც არიან, რადგანაც არც ბიჭები არიან და არც საწყლები - მათ საკმაოდ გამოცდილება გააჩნიათ და იცოდნენ სად და რის სანაცვლოდ მიდიან! ნებისმიერი ქართველი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ომობს, არის დაქირავებული ბოევიკი, მამლუქი, ტერორისტი, ქილერი - როგორც გნებავთ, და არა გმირი, რადგანაც სამშობლოს გულისთვის კი არა, ფულისთვის ომობს, ანუ ასრულებს თავის სამუშაოს, რადგანაც მათი პროფესია - კაცთა კვლა.

როცა საქართველოს ტერიტორიები აქვს დაკარგული და შენ მიდიხარ უკრაინაში თუ ავღანეთში, ერაყში და აფრიკაში მაღალი ანაზღაურების გულისთვის, შენ საქართველოს გმირი არ ხარ, შენი ოჯახისთვის - კი, გმირი ხარ, რადგანაც ამ ფულს შენს ოჯახს უგზავნი. საქართველოს არ აქვს რუსეთთან ომი გამოცხადებული, და ამიტომ ღარიბაშვილი ამაშიც ცდება - სახელმწიფო არ არის ვალდებული, თავისი ხარჯებით მათი ნეშტები საქართველოში ჩამოასვენოს და სამხედრო პატივით დაკრძალოს - მარტო იმათი, ვინც საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში აფხაზეთში ომობდა. გმირი ქართველი აფხაზეთის და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად იომებდა, და არა ნაცისტი ბანდერელების უზარმაზარი ტერიტორიისთვის, დასახლებული პუნქტებისთვის უცხო დასახელებებით! მით უმეტეს, რომ ისინი დასავლეთის საზარბაზნე ხორცი და 50 მილიონი არიან, ქართველები კი სულ 2 მილიონი...

მაშასადამე, მათი სახელობის ქუჩები თბილისში არ უნდა იყოს, უნდა იყოს სერგო თეთრაძის სახელობის ქუჩა -  რატომ არ არის დღემდე თეთრაძის სახლზე მემორიალური დაფა, ბატონო საკრებულოს თავმჯდომარევ?!

ეს არ ეხება ქართველებს, ვინც უკრაინაში საცხოვრებლად გადავიდა, უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და უკრაინის არმიის შემადგენლობაში ომობს. ისინი არ არიან დაქირავებულები და მოსყიდულები, ისინი უბრალოდ პოლიცაიებისა და ბანდერელების მიერ მოტყუებული ნეონაცისტები არიან. ქართველი ხალხს სირცხვილი და თავის მოჭრა, რადგანაც მათმა ბაბუებმა ზუსტად რომ ამ ნაცისტ ბანდერელებთან ბრძოლაში სისხლი დაღვარეს!

უკრაინა აღშფოთებულია, რომ საქართველო არც მოძველებული საბჭოთა იარაღით, არც გენერატორებით და არც სხვა, ორმაგი დანიშნულების ტექნიკით არ დაეხმარა! - გამოაცხადა საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა. ვპასუხობ - უკრაინელი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც ქართველი ხალხის მცირე ნაწილი, არიან ნაცისტები, როგორც გერმანელი ფაშისტები იყვნენ. როცა გერმანიაში ჰიტლერის ნაცისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ, რუსებთან ომი დაიწყეს, სასტიკად დამარცხდნენ და გერმანიის მიწებიც დაკარგეს. როცა საქართველოში მიშტლერის ნაცისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ, მათაც მოინდომეს რუსებთან ომი და საქართველოს მიწები დაკარგეს. დღეს ნაცისტები უკრაინის ხელისუფლებაში არიან, რუსებთან ომობენ და უკრაინის ტერიტორიები დაკარგეს, მალე საბოლოოდ დამარცხდებიან და დანარჩენ უკრაინასაც დაკარგავენ.

   როცა უკრაინის დიპლომატი ამბობს, რომ საქართველო უკრაინას იარაღით არ დაეხმარა და ამავე დროს აცხადებს, რომ უკრაინა არასოდეს უბიძგებდა საქარველოს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისკენ, ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ ის, როგორც ყველა ნაცისტი, გონებაჩლუნგია. გარდა იმისა, რომ კიეველმა ხელმძღვანელებმა პირდაპირ იხმარეს ტერმინი „მეორე ფრონტი“ საქართველოსთან მიმართებაში (იხ. გუგლში), იარაღის მიწოდება უკრაინისთვის ხომ რუსეთის წინააღმდეგ იგივე ომის გამოცხადების ტოლფასია! კი, შეიძლება „ტეხავს“, რადგანაც უკრაინა 2008 წელს დაგვეხმარა - როგორც გვამადლის უკრანის ელჩისნაცვალი, მაგრამ ის საქართველოს კი არ დაეხმარა - სააკაშვილს დაეხმარა! ამიტომაც უკრაინა საქართველოს მტერია, რადგანაც ქართული პროკურატურის მიერ ძებნილ სააკაშვილს - ქართველების ჯალათს და მკვლელს, კაცობის, კაცობრიობისა და ადამიანობის წინააღმდეგ დამნაშავეს - უმაღლეს თანამდებობებზე ნიშნავდა და საქართველოს არ გადასცა!

   და ბოლოს - ეს ელჩისნაცვალმა (რადგან უკრაინამ საქართველოდან ელჩი, როგორც არამეგობარი ქვეყნიდან, დიდი ხანია გაიწვია და მეტიც - აქ შემოჭრისთვის ემზადება - იხ. გუგლში) გამოაცხადა, რომ უკრაინამ 2013 წელსაც რაღაც არნახული დახმარება გაუწია საქართველოს! უკაცრავად, და რაზეა აქ ლაპარაკი, ეს ხომ რაღაც ახალია?! საკაშვილის მკვლელების ნაწილი რომ შეიფარეს და ხელისუფლება დააკომპლექტეს, რადგანაც უკრაინელი ნაცისტები ქართველ ნაცისტებზე უარესი დეგენერატები არიან, ამას ხომ არ გულისხმობდა?! ივანიშვილს და მის „ქართულ ოცნებას“ რა დახმარება მიუღია უკრაინისგან 2013 წელს, ისე რა გაჭირვებიათ? მთელ მსოფლიოში, ევროპაში თუ ამერიკაში, იფურთხებიან უკრაინელების დანახვაზე, რადგანაც ასეთი თავხედი და უმადური ხალხი მსოფლიოში მეორე არ არის. როდემდე უნდა შევინახოთ ეს ვითომ ლტოლვილები ისედაც გაჭირვებული ქართველი ხალხის ხარჯზე?!

ბოლოთქმა:

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში”.

გარეთ ატლასი, შიგნით ათასი...

 „თქვენ დღეში ორჯერ ბოდიშს უნდა იხდიდეთ! ოპოზიციაში ხართ და რაებს სჩადიხართ, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყავით, რაებს იზამდით“ - პრემიერის ამ სიტყვებმა დარბაისლობა ისევ დამაკარგვინა და ამ ვირიშვილებს ორი სიტყვით მაინც უნდა ვუპასუხო. კარგი, მე ავი მუსავათი, სულაც მუსავატისტი ვიყო, მაგრამ თქვენ, უჯიშოებო და კეკლუც სულგარყვნილ გამყიდველებო, ვინ ხართ?! გარეთ ატლასი და შიგ ათასი აბობოქრებული ნაცი, ანუ ქაქიაბარბაქაძეებო, ლუგარის ლაბორატორიაში გაკეთებულებო! ამ ხელისუფლებას კიდევ, რა ვუთხარი, ამ ტელებორდელების ეთერს რომ არ თიშავს! ყოველ შაბათს ჩემი წინაპრების საფლავებთან მიმავალი, სერგო თეთრაძის საფლავთან გავდივარ.... რატომ უნდა იწვეს ჩემი გმირი მეგობარი კუკიაზე, და თქვენი დორბლიანი ნაბიჭვარი - „ვივა მედის“ კომფორტში ნებივრობდეს?! მთელი მისი არაქართველი საგვარეულო რომ მოისპოს, ერთი გოჯა ქართული მიწის ღირსი არ იქნება, საქართველოს ერთ მეხუთეზე რომ აღარაფერი ვთქვათ! ღარიბაშვილი და კალაძე ლამის შეჭამეს - მშვიდობა გინდებლარიანი! - და 20 პროცენტი რომ საქართველოს ერთი მეხუთედია, დაგავიწყდათ?! მაშ, რატომ უნდა იყოს საააკაშვილი კარგად?! წონაში დაიკლო, თურმე, ამ დაწყევლილმა, საქართველოს ერთი მეხუთედი რომ დააკლებინა! თარჯიმნის მაგივრად პრეზიდენტი რომ უწერია შრომის წიგნაკში! და ორდენოსანი პოლკოვნიკი თეთრაძე, რომელმაც საქართველოსთვის ბევრჯერ სისხლი დაღვარა, მიწაში უნდა იწვეს, ლომივით ძლიერი და არაჩვეულებრივად თავმდაბალი ქალაქელი ჭაღარა კაცი, რომლის ბიჭები უმამოდ გაიზარდნენ! სხვებზე აღარც ვლაპარაკობ - მარტო თეთრაძეზე გამეცით პასუხი, რადგანაც კარგად ვიცნობდი ამ კაცს! მე არავის ვადანაშაულებ, ადეიშვილ-კეზერაშვილ-ახალაია-ქარდავა-კოდუებს, ამ ჭუჭყიან საშინელებათა ფილმებიდან გადმომხტარ ურჩხულებს, რომლებიც სამშობიაროშივე უნდა ჩაეხოცათ! მე პრეტენზია მაქვს მათ ხურუშიან და ახვარ ვიგინდარა გურუ მიშასთან! თუ უკრაინაში დაღუპული ბიჭები გმირები არიან, თეთრაძე გმირი არ არის?! გარეთ ატლასი ხართ, პოლიტიკური ოპოზიცია (იმდენი ბებიათქვენისაა!), შიგნით კიდევ, ათასი თესლი ხართ შემჭიდროებული - ბროწეულივით, ბოღმას შიგნით აგროვებთ, რომ ერთ დღეს გასკდეთ და გარშემო ყველა და ყველაფერი სისხლით დასვაროთ! თქვენ ხომ მშვიდობა გეზიზღებათ, თქვენი ხომ სისხლი გელანდებათ! ომი, უბედურება, გაჭირვება და სიკვდილი! ქართველი ბიჭების გვამები ცხინვალის ტყეებში რომ ლპებოდა, თქვენ არ იყავით, რუსთაველზე კონცერტებს რომ მართავდით?! გავიმარჯვეთო! - მანამდე არ აგიდგეთ გვერდები, სანამ თქვენ სადმე და ვინმეზე გაიმარჯვებთ, მექელეხეებო - შილაფლავისტებო! რით ვერ გაძეხით კუბოებითა და გვამებით?! ცხვირსახოცში შეხვეული შავი პილპილი არ დაგავიწყდეთ, სამებაში თუ ქაშვეთში დასვენებული უკრაინაში დაღუპული ბიჭების პანაშვიდზე რომ მიხვალთ! აი რატომ არ გვახსოვს სააკაშვილისა თუ მისი ტელეწამყვანების ერთ გულიანი სიცილი - ყოველთვის სიძულვილით დაბერილი ტუჩები, კუთხეები ქვემოთ, როგორც განაწყენებულ დებილ ბავშვებს სჩვევიათ! გასდით და ტირიან, ბატონო პრემიერო, დღეში ორჯერ კი არა, ათჯერ მონანიება არ უშველით ამ მართლა ფარისევლებს! ერთს გეტყვით, ბატონო ირაკლი - ისინი, ვინც მიშას მხარს უჭერს, ნაციონალები კი არა, ნაცისტები არიან, რადგანაც არც თეთრაძის, და არც იმ ფარულ ჩანაწერებში გაუბედურებული ადამიანების ტკივილი გულთან ახლოს არ მიუტანიათ! შემიფურთხებია იმ ქართველისთვის, ვინც იმ ვიდეოებში აღბეჭდილი (თქვენი, ბატონო ირაკლი, მაშინდელი შს მინისტრის ხელით განადგურებული!) მსხვერპლის ტკივილი როგორც საკუთარი შვილის, ძმისა და მამის, ისე არ მიუღია! ღმერთმა აპატიოს, თუ შეძლებს, მაგრამ ჩვენ - არა, მათ ჯოჯოხეთი აქ, ამ ქვეყნად უნდა მოუწყოთ, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს! სააკაშვილი - ციხეში, გვარამია - „სედმოი ვტაროიში“, „ემპათიის“ მაგივრად - ციხის მამათმავლების "სიმპატია" ეკუთვნით! ამით იქნებ თეთრაძის, კრიალაშვილის, შავაძის და კიდევ ათასი უდანაშაულო გმირის ახლობლებისა თუ ოჯახების ნაიარევი ცოტა მოვუშუშოთ! ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია...

სოხუმში და ცხინვალში ვერ ჩავდივარ, არ მიმიქარავს ბახმუტი და სოლედარი?!

   თურმე, უნდა ვამაყობდე, რომ ქართველები, თუნდაც - ნაცების მიერ ტვინგადაბრუნებულები, უკრაინაში იღუპებიან - საქართველოსთვის იღუპებიან, თურმე, მისი ტერიტორიის გასამთლიანებლად! ასე ამბობდნენ ზუსტად, როცა ქართველები ავღანეთსა და ერაყში იღუპებოდნენ, და ვინც ეჭვს გამოთქვამდა - აქაოდა, როგორ შეიძლება ცხინვალისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად, რომლებიც მთაწმინდიდან ჩანს, მთვარეზე უფრო შორეულ, ქვიშაში გადაკარგულ ავღანეთსა და ერაყში იღუპებოდე? - რუსეთუმეს ეძახდნენ, ანუ - მტერს, ქართული ჯარის სულისკვეთების ძირის გამომთხრელს!

მერე უცებ მოკეტეს, როცა ჩვენი უფროსი „ძმები“ - ბირთვული ზესახელმწიფოს ამერიკული სუპერჯარი ავღანეთიდან თავპირისმტრევით გაიქცა - „თალიბანის“ გაუნათლებელმა, ჟანგიანი „კალაშნიკოვებით“ შეიარაღებულმა მწყემსებმა გააქციეს - კმარა, რაც აშშ-მა ჩვენი სამშობლოს ტერიტორია ყაყაჩოს ერთ დიდ პლანტაციად გამოიყენაო! ჰოდა, საქართველოს მბრძანებელო პოლიტიკოსებო, დღეს მაინც ხმამაღლა აღიარეთ, რომ ქართველები ავღანეთში სულ ტყუილად დავკარგეთ, საქართველოს კი არა, ყაყაჩოს გულისთვის, რომლითაც ამერიკელი ნარკობარონები მდიდრდებოდნენ, ქართველები კი ამერიკული სამხედრო ბაზების დაცვას ეწირებოდნენ, რადგანაც ამერიკელები გარეთ ცხვირის გამოყოფის - პატრულირებისათვის თავის სამხედროებს არ იმეტებდნენ!

იგივე განმეორდება უკრინაშიც - ხვალ-ზეგ, როცა ამერიკა გაძღება ევროპისთვის გაზის ათმაგ ფასში მიყიდვით და უკრაინაზე იარაღის გასაღებით, როცა უკრაინის ვალი აშშ-ს საგარეო ვალს გადაფარავს, ამერიკა უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს, ახალი პრეზიდენტი, ტრამპი იქნება ეს თუ მასკი, ომში ხელებს არ გაისვრის. მერე რას იტყვით - რას შეეწირნენ ქართველები უკრაინაში?!

ცნობისთვის: 2022 წლის მარტიდან დეკემბრამდე, ანუ სულ რაღაც 10 თვეში, უკრაინაში 33 ქართველი დაქირავებული მებრძოლი დაიღუპა, ავღანეთში კი 2014 წლიდან 2021 წლამდე, ანუ 7 წელიწადში34 ქართველი სამხედრო მოსამსახურე, ერაყში 2003 წლიდან 2008 წლამდე5 წლის განმავლობაში - 5 ქართველი ჯარისკაცი დავკარგეთ.

ბოლოს და ბოლოს, რაზეა საერთოდ ლაპარაკი?! ცხინვალში და სოხუმში ვერ ჩავდივარ, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე, სადაც მშობლების აშენებული სახლი დამრჩა! ამის მერე არ მიმიქარავს ბახმუტი და სოლედარი?! სულ ფეხებზე არ მკიდია უკრაინა და უკრაინელები, რუსი, ამერიკელი და საერთოდ - მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა და ერი, თუ საქართველოში შვილები და მშობლები შიმშილში, სიბნელეში და სიცივეში ვამყოფეთ?! მოგენატრათ წინა ხელისუფლებების ომები, დანგრეული რუსთაველი, პურის და ნავთის რიგები, კარტოჩკები, კუპონები, ირანსკი კერასინკები და შუქის გრაფიკი?! ყველა წესით და კანონით, დღეს საქართველო ამ და კიდევ უარეს დღეში უნდა იყოს! და რომ არ არის, მარტო ამისთვის მოქმედ ხელისუფლებას უნდა ვუმადლოდეთ, სხვა თუ არაფერი!

ბოლოთქმა:

   ამით ვამთავრებ ტრილოგიას, რომელიც სპეციალურად მარტო ქართულ ენაზე დავწერე, რადგანაც სამივე წერილი შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი (პირველი ორი„გარეთ ატლასი, შიგნით ათასი...“ და „საქართველოს ფარგლებს გარეთ მებრძოლი ქართველი არის მამლუქი, და არა გმირი!“). მარტო ერთ რამეს დავამატებდი - აზერბაიჯანის და, რაც მთავარია, რუსეთის გარეშე საქართველო, როგორც სა - ქართველო, ანუ ქართველების ქვეყანა, და არა სა-ქათმე, არა მგონია, გადარჩეს. პატივცემული ბატონი პუტინი... - ამ სიტყვებით დაიწყო გუშინწინ თავისი გამოსვლა მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ამბიციურმა ლიდერმა, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა, თავისი ქვეყნის პატრიოტმა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა გაზის ჰაბის შექმნის, ანუ თურქეთის აყვავების ნებართვა მისცა. ლარი რომ მყარდება (ფასები რომ მირბის, ეს ჩვენი, ქართველი გამყიდველების უსინდისობის ბრალია!), შუქი, გაზი, პური, ახალი სამუშაო ადგილები რომ გვაქვს, ეს, „ქართული ოცნების“ გარდა, ამ ორი ტრადიციული კულტურის მქონე ენერგომატარებლებით უმდიდრესი ქვეყნების დამსახურებაა. რა თქმა უნდა, საქართველოც ძალზედ მნიშვნელოვანია მათთვის, როგორც ტრანზიტული ტერიტორია. ხაზს ვუსვამ - ლაპარაკი გადარჩენაზეა და არა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებაზე, რაც ისედაც რუსეთის გვერდის ავლით არ გამოვა.

დაე, დამდეგი 2023 წელი მშვიდობის, სიხარულისა და სიყვარულის წელი ყოფილიყოს სრულიად საქართველოსთვის, რომელიც თუნდაც ომის გრიგალში ჩათრეულ სამყაროში სიწყნარისა და გადარჩენის კიდობანია!

ღმერთი არს ჩვენთან!

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი

2022 წლის 7 დეკემბერი
საქართველო, თბილისი