პოლიტიკა
რუსეთი საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს „არ დაუბრუნებს“ - არნო ხიდირბეგიშვილი

   რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის დირექტორის ინტერვიუ, რომელიც მუშაობდა დიპლომატად ამერიკაშიც და საქართველოშიც, ვარიაციებისთვის ადგილს არ ტოვებს:

1. რუსეთი საქართველოს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთსარ დაუბრუნებს; რუსეთი საქართველოსგან აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, როგორც დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებ ხელმოწერას ელოდება, ქართულ-აფხაზურის და ქართულ-სამხრეთოსური საზღვრების დელიმიტაციას და დემარკაციას;

2. რუსეთი განაახლებს პირდაპირ ავიამიმოსვლას საქართველოსთან, რომლის მოქალაქეებიც შეძლებენ რუსეთში უვიზოდ სტუმრობას, თუ საქართველო უარს იტყვის რუსოფობიაზე, გააუქმებს კანონებს, რომლის მიხედვითაც სოხუმსა და ცხინვალში ჩასულ რუსებს სისხლის სამართლის დამნაშავეებად აცხადებენ, ნაცისტ--ალპინისტის ინიციატივით მიღებულპატრიოტის აქტს“, „თავისუფლების ქარტიასდა სხვ., რომელიც რუსეთს საქართველოს მტრად რაცხავს და კრძალავს საბჭოთა სიმბოლიკას ფაშისტურთან თანაბრად, აგრეთვე დახურავს ოკუპაციის მუზეუმს“.

   ამიერიდან ქართველი და რუსი მუქთაღორები, რომლებიც პარაზიტობენ ბლეფზე - "რუსეთი მზადაა საქართველოს დაუბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ოღონდ საქართველომ უარი უნდა თქვას ნატოში გაწევრებაზე და ეს განცხადოს რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენელს" - სხვა, საზოგადოებისთვის უფრო სასარგებლო საქმით უნდა დაკავდნენ, ვიდრე ქართველი ხალხის დეზინფორმაციაა. ქართველები კი, ჩემგან სიმართლის გაგების შემდეგ, ახლა დასხდნენ და დაფიქრდნენ, რა ქნან, რადგანაც “ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქართველი ხალხის ზურგს უკან არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

მოდი ერთად ვიფიქროთ - რა სჯობს:

   საქართველოს გაუმართლა მეზობლებში, ისინი მის მიმართ მეგობრულად არიან განწყობილნი. რუსეთი 2008 წელს იოლად დაბრუნდებოდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ გაჩერდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომელსაც ის საქართველოდ არ თვლის. თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი საქართველოს სთხოვენ, დაიწყოს პოლიტიკური პარტნიორობა რუსეთთან კავკასიურ პლატფორმაზე 3+3, რათა სრულად გაიხსნას რეგიონის სატრანსპორტი და ენერგეტიკული სატრანზიტო პოტენციალს, რაც ძალიან გაამდიდრებს საქართველოსაც. საქართველო დამოკიდებულია აზერბაიჯანის ენერგომატარებლებზე - მაშასადამე, დაინტერესებულია თავისი ტერიტორიით თურქეთში, იქიდან კი ევროპაში მიმავალი მაგისტრალური მილსადენებით. აზერბაიჯანის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - თურქეთი, რომელიც საქართველოსთვის მსხვილი იმპორტიორია, პრეზიდენტი პუტინის წყალობით მალე ტრანსნაციონალურ ენერგეტიკულ ჰაბად გადაიქცევა, ამიტომ სასიცოცხლოდ დაინტერესებულია საქართველოს რუსეთთან თანამშრომლობით - სწორედ ამ მიზნით წამოაყენ პრეზიდენტმა ერდოღანმა კავკასიური პლატფორმის 3+3 წინადადება.

   საქართველო დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე - ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტზე, რუსულ, კერძოდ - პურის იმპორტზე, რუს ტურისტებსა და რუსეთიდან ფულად გზავნილებზე. საქართველოს მაინც მოუწევს კავკასიის რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის განბლოკვა, რომლის გარეშეც სომხეთი 30 წელია სატრანსპორტო ბლოკადაშია, მაგრამ სომხები ამას დელიკატურად არ ახსენებენ და დიდ ზარალს განიცდიან. დღეს ეს ასევე შედის აზერბაიჯანისა და თურქეთის ინტერესებში, რომლებიც დაინტერესებული არიან სომხეთის სატრანსპორტო განბლოკვით - საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ირანის გავლით, ოღონდ რაც შეიძლემა მალე აამოქმედონ ყარაბაღის ზავის უპირატესობები.

   თუ როგორ ბრუნებს ნატო ტერიტორიებს, ამას უკრაინის მაგალითზე ვხედავთ: ქართველებს არ სჭირდებათ საქართველო მოსახლეობის გარეშე - გადაბუგული ტერიტორია მხოლოდ ჩვენს მტრებს სჭირდება! რუსეთის პირობებზე დათანხმებით, საქართველოს მოქალაქეები თანდათან დაბრუნდებიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც ქართველებს შეძლიათ სამუდამოდ დავიწყონ, თუ საქართველო ნატოში მიიღებენ, რაც თავის თავად ნაკლებად სავარაუდოა.

   რა თქმა უნდა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ცალკეულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება ენით აუწერლად მტკივნეულია ქართველებისთვის, მაგრამ ჩვენი შვილიშვილები, რუსეთთან მტრობის მემკვიდრეობას რონ ვუტოვებთ, არ დაინტერესდებიან - არის თუ არა ეს ქართული ტერიტორიები, ისევე, როგორც დღეს ქართველებს ნაკლებად აღელვებთ საქართველოს ტერიტორიები თურქეთის შემადგენლობაში. ხოლო თუ ჩვენ დავთანხმდებით რუსეთის პირობებს და დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (ცხინვალის რეგიონში), მაშინ შერეული ოჯახები და ძველი სანათესაო კავშირები თანდათანობით გაანელებს ტკივილსა და წყენას ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის. "აფხაზი" და "ოსი" ქართველების შრომისმოყვარეობა თავის საქმეს გააკეთებს და ჩვენ ისევ ერთად დავიწყებთ მეგობრობასა და სიყვარულში ცხოვრებას. შესაძლოა, მოგვიანებით აფხაზებმა და ოსებმა გამოთქვან სურვილი, იცხოვრონ ქართველებთან ერთად ერთიან სახელმწიფოში, რასაც რუსეთს აცნობებენ.

P.S. ჩემი საქმე - მიუკერძოებელი ინფორმაცია და ანალიზია, და რა გავაკეთოდ, ან დავტოვოთ ყველაფერი, როგორც არის, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.

არნო ხიდირბეგიშვილი,

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
12.12.2022
საქართველო, თბილისი