აქტუალური
ცვლილებები ჯანდაცვისა და თავდაცვის სტრუქტურებში

parl-17.06საქართველოს პარლამენტის ჯანმრთლობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გუშინდელ, 17 ივნისის, სხდომაზე იმსჯელეს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებ.

ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი, როგორც საქვეუწყებო დაწესებულება, დღემდე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შედიოდა. აღნიშნული სამინისტროს კომპეტენციაში მხოლოდ ვეტერანების სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული საკითხები რჩება. მინისტრის მოადგილე დავით ლომიძის განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის გადასვლით ვეტერანებისთვის სტატუსის მინიჭება ერთი სარკმლის პრინციპით მოხდება, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მათ ზუსტ აღრიცხვას.

უწყებებს შორის საქვეუწყებო დაწესებულების გადანაცვლებასთან დაკავშირებით ცვლილებები და დამატებები შედის საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში: „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ კანონში; „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შედეგად გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ კანონში; „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ კანონში; „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში და „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ კანონში.