პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: დაიბრუნებს თუ ვერა რუსეთი საქართველოს

   რუსეთს შეუძლია მჭიდრო პარტნიორობის იმედი ჰქონდეს საზღვარგარეთის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, თუ იგი სრულად გაათავისუფლებს და საიმედოდ დაიცავს დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს, ასევე თავის ტერიტორიებად გამოცხადებულ ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს. თანაც, უახლოეს მომავალში. ბევრმა ქვეყანამ, რომლებიც გუშინ რუსეთის ფედერაციის მხარდამჭერად და მოკავშირედაც კი ითვლებოდნენ, დღეს ღიად აჩვენეს "გარკვეული განსხვავებები" მოსკოვის პოლიტიკასთან, მაგალითად, ყაზახეთმა, სომხეთმა, ან თურქეთმა, რომელმაც გასულ კვირას ევროატლანტიკური საბჭოს სხდომაზე ბუქარესტში მხარი დაუჭირა უკრაინისა და საქართველოს მისწრაფებებს ნატოში, მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, რომელსაც ის არა მხოლოდ აწვდის „ბაირახტარებს“, არამედ აშენებს ქარხანას უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოებლად. თუ რუსეთს საკუთარი თავის დაცვაც კი არ შეუძლია, ჩვენ როგორღა დაგვიცავს? - ფიქრობენ საქართველოში, სომხეთსა და სხვა პატარა ქვეყნებში, რომლებიც, პირველ რიგში, დამცველს ეძებენ. იდენტურ პოზიციას დაიკავებენ შუა აზიის რესპუბლიკები და თვით ბელორუსია და აზერბაიჯანი.

არც თურქეთი, რომლის პრეზიდენტმა გასულ კვირას ღიად გააკრიტიკა მოსკოვი სირიაში ტერორისტების განადგურების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, და არც BRICS-სა და შანხაის თანამეგობრობის ტრადიციული პარტნიორები არ მოისურვებენ თანაბარუფლებიან პარტნიორობას დამარცხებულ რუსეთთან, მხოლოდ როგორც ენერგომატარებლების მიმწოდებელთან. ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, საუდის არაბეთი და ირანიც კი, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ამჯობინებენ კომპრომისების გამოძებნას ანგლოსაქსებთან, იმავე AUKUS-თან, ვიდრე რუსეთთან პარტნიორობის გამო საყვედურებისა და სანქციების მიღებას. დღეს კოლექტიური დასავლეთი სულ უფრო მეტ იარაღს და ფულს ყრის ომის ღუმელში, და თუ რუსეთი უკან დაიხევს, ნატოს ქვეყნების არმიები მის წინააღმდეგ ერთიან ფრონტად გამოვლენ, რათა თავიანთ მთავარ მტერს დიდი ხნით ჭკუა ასწავლონ, რასაც მოჰყვება ბირთვული კონფლიქტი რთულად პროგნოზირებადი შედეგებით. ამიტომ, რუსეთს, როგორც დიდი სამამულო ომის დროს, დღესაც სჭირდება მარტო გამარჯვება, რადგან რუსეთს სჭირდება როგორც უკრაინა, ასევე პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანა. განზე გადგომა, რიგით ქვეყნად ყოფნა მრავალპოლარულ სამყაროში, რომელიც ჯერ არკი ჩამოყალიბებულა, რუსეთს არ სჭირდება, ის მხოლოდ მაშინაა დიადი, როდესაც იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მისი მფარველობის ქვეშ მყოფებსაც, ამაშია მისი მისიადა სიდიადე.

   მაგრამ იმისათვის, რომ ვუპასუხოთ კითხვას - შეძლებს თუ არა რუსეთი საქართველოს დაბრუნებას, მოდი, ცოტა ხნით დავივიწყოთ ისტორიის გაკვეთილები, რომლებიც მაინც მივიწყებულია საქართველოში, და გვერდზე გადავდოთ პოლიტოლოგების და პოლიტიკოსების სამართლიანი თუ ანგაჟირებული ანალიტიკური პროგნოზები. დავდოთ სასწორზე ყველა არგუმენტი სასარგებლოდაც და საწინააღმდეგოდაც და ვნახოთ, რომელი გადაწონის. მაშ, რას, გარდა ძლიერი მოკავშირისკენ ლტოლვისა, რომელმაც დაამარცხა კოლექტიური დასავლეთი (ნატო და ევროკავშირი, რომლის მფარველობასაც საქართველოს ხელისუფლება ეძებს), შეუძლია ქართველების რუსეთისკენ მიზიდვა და პირიქით - მისგან დაშორება? რა გვაკავშირებს ჯერ კიდევ და რა - უკვე აღარ?

სანამ ამ ფაქტორებს ჩამოვთვლით, შეგახსენებთ – როგორ დაგვშალეს ნაწილებად, უფრო გასაგები რომ იყოს – შეიძლება თუ არა ჩვენ ისევ ერთად შეკრება. მაშ ასე, ჯერ გაანადგურეს ერთიანი სახელმწიფოებრივი სივრცე - საბჭოთა კავშირი, ინტერნაციონალური მეგობრობა. შემდეგ გააყალბეს ისტორია, რამაც შეწყვიტა თაობათა მემკვიდრეობითობა, წაგვართვა დიდ სამამულო ომში დიადი გამარჯვება. შემდეგ წაგვართვეს ეროვნებათშორისი ურთიერთობის ენა, გაანადგურეს ერთიანი საინფორმაციო და ჰუმანიტარული სივრცე. დსთ-დან გასვლით საქართველომ დატოვა ერთიანი ეკონომიკური და საბაჟო სივრცე. დღეს კი ცდილობენ წაგვართვან რუსულ-ქართული საერთო კულტურული სივრცის ბოლო სეგმენტი - მართლმადიდებლობა და მას უწოდეს "რუსული" ("რუსული" - მაშასადამე "ცუდი", რადგან ერთმორწმუნე რუსეთოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% და აღიარა ისინი დამოუკიდებლად).

   შეიძლება თუ არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს იურისდიქციის ქვეშ დაბრუნებლობჩაითვალოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის მთავარ დაბრკოლებად? ოფიციალური თბილისის პოზიციიდან, რომელმაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის გამო შეწყვიტა - დიახ, მაგრამ მოსკოვში, სოხუმსა და ცხინვალში მთავარ დაბრკოლებად საქართველოს უალტერნატივო ევროატლანტიკურ ორიენტაციას თვლიან, რადგან ნატო, ხოლო უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ - ევროკავშირიც. რუსეთის მოწინააღმდეგეები არიან. ასეა თუ ისე, ეს ორივე შემთხვევაში მინუსი, დაბრკოლებაა.

პლუსს წარმოადგენს ახალი ხელისუფლების პირველი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსეთთან სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობებისა და სატრანსპორტო კავშირების აღდგენა, თუმცა ამას არ შეიძლება ეწოდოს ერთიანი ეკონომიკური სივრცე საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების და საქართველოს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში (EAEU) შეუსვლელობის გამო. მიუხედავად რუსეთსა და საქართველოს შორის იმპორტ-ექსპორტისა და ფულადი გზავნილების დიდი მოცულობისა (უფრო მეტის, ვიდრე EAEU-ს ზოგიერთ ქვეყანას, მაგალითად, სომხეთს), საქართველო კარგავს შეღავათიან საბაჟო და სატრანსპორტო ტარიფებს, როგორც EAEU-ს არაწევრი ქვეყანა, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო ყიდულობს მარცვლეულს რუსეთისგან აზერბაიჯანელი შუამავლის საშუალებით, ხოლო 2019 წლის ივნისში ოპოზიციის პროვოკაციული ქმედებების გამო („გავრილოვის ღამე“) დღემდე არ აქვს პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან, რითიც ამდიდრებს სომხურ ავიახაზებს, უქმნის რა დისკომფორტს როგორც თავის მოქალაქეებს, ასევე ტურისტებსა და სტუმრებს, რაც ნამდვილად მინუსია.

მინუსი, რომ 50 წლამდე საქართველოს მოქალაქეებმა რუსული თითქმის არ იციან. მთელს საქართველოში ამჟამად მხოლოდ 11 რუსულენოვანი სკოლა ფუნქციონირებს, ხოლო რუსულის სწავლა შესაძლებელია ქართული სკოლების 45 სექტორში. 2020-2022 წლებში არც ერთ რუსულენოვან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაცია არ გაუვლია. 2022 წლის ნოემბრის მონაცემებით, რუსულენოვან სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა 16 042-ს შეადგენს, აქედან 1 820 მოსწავლე უკრაინიდან 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ჩამოვიდა. რუსული ენის მხარდასაჭერად რუსეთის დახმარება მოსკოველმა ჩინოვნიკებმა და საქართველოში მათმა პარტნიორებმა დაიტაცეს. ქართველი ახალგაზრდები რუსეთს ვერ ეწვევიან და რუსეთს უკეთ ვერ გაიცნობენ, რადგან საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცალმხრივი სავიზო რეჟიმი, შესაბამისად, რუსული ენის შესწავლის მოტივაცია არ არსებობს. სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პოლიტექნიკურში ფუნქციონირებს სლავისტიკის კათედრები და რუსული სექტორები ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, რომლებსაც წელიწადში 10-15 სტუდენტი ამთავრებს. თუმცა ესეც მიღწევად ითვლება, რადგან საქართველოში თავიანთ განათლებს ვერ გამოიყენებენ. ისევე როგორც ისინი, ვინც სასწავლებლად რუსეთში წავიდა რუსეთის თანამემამულთა კვოტით, ამუ მისაღები გამოცდების გარეშე. თუ ადრე ამ კვოტებით ჩვენთან მომგებიანად ვაჭრობდნენ (მოსკოვის უმაღლესებში კვოტის ფასი $5000 და მეტიც იყო), დღეს ისინი ქართველებისთვის მიმზიდველი არ არის, რადგან საქართველოში რუსული დიპლომით სამუშაოს ვერ იპოვი, რაც ასევე აშკარა მინუსია.

მინუსია, რომ საქართველოში არ არსებობს რუსულენოვანი მედია - ქართული ბეჭდური და ელექტრონული გამოცემები რუსულ ენაზე, შესაბამისად, არ არიან რუსულენოვანი ჟურნალისტები, მთარგმნელები, კორექტორები. საქართველოს არ აქვს ერთიანი საინფორმაციო სივრცე რუსეთთან, რამდენიმე ელექტრონული გამოცემა, რომელსაც აქვს რუსულზე შერჩევითად თარგმნილი ინტერნეტ-ვერსია, საქართველოში დარჩენილი ბოლო თარჯიმნების დამსახურებაა. ერთადერთი გამოცემა, რომელსაც აქვს სარკისებულად თანაბარი რუსული და ქართული ინტერნეტ ვერსიები, არის ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "საქინფორმი" (saqinform.ge ru.saqinform.ge).

მინუსია, რომ საქართველოში არ არსებობს ერთობლივი არასამთავრობო ორგანიზაციები და სამეცნიერო გამოცემები რუსულ და ქართულ ენებზე, რუსული დიასპორა და კულტურული ცენტრები. ამასობაში ფართოვდება ანტირუსული პროპაგანდა რუსულ ენაზე - და არა მხოლოდ ანგლოსაქსური გრანტებით. მაგალითად - ხოდორკოვსკის ფულით ფონდი „თავისუფალი რუსეთის“ ადგილობრივი ფილიალის მეშვეობით, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც თავად არის. ფონდის სამხრეთ კავკასიის ფილიალის დირექტორი კუროპტევი - ტელეპროექტის - „Пограничная ZONA“ პროდიუსერია; საქართველოში „ანტირუსეთის“ პროექტის ცენტრი, „პირველი საინფორმაციო კავკასიურის“ ნაცვლად, თბილისის გრიბოედოვის სახ. რუსული თეატრი იქცა, სადაც ჩამოსული მსახიობების ძალებით პროვოკაციულ ანტირუსულ წარმოდგენებს მართავენ.

პლუსია, რომ ახალმა ხელისუფლებამ განბლოკა რუსული ტელეარხები და მოუხსნა აკრძალვა რუსულ ესტრადას საჯარო სივრცეში, ყველაფერი რუსული ხომ სააკაშვილის რეჟიმმა გაიიგივა სამშობლოს ღალატთან და ისჯებოდა როგორც ღალატი და შპიონაჟი. „პრორუსული“ ჟღერდა როგორც განაჩენი, ამ „საშინელ ცოდვაში“ ეჭვმიტანილი მოქალაქეებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ ტრადიციული რუსულ-ქართული ურთიერთობების დარეგულირებას, კეთროვანებივით გაურბოდნენ თვით მეზობლებიცა და ნათესავებიც. და მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ 10 წელია ხელისუფლებაში არ არიან, საქართველოში ჯერ კიდევ ნორმად რჩება პრორუსულობაში ეჭვმიტანის ცხოველური შიში, რადგან ამას აშშ-ს საელჩო წაახალისებს, რაც აშკარად მინუსია.

შესაძლებელია თუ არა პლუსად მივიჩნიოთ სეზონზე მილიონამდე რუსი ტურისტი (თვეში 200 ათასზე მეტი)? შესაძლებელია, რადგან ეს არის სამუშაო ადგილები და ხაზინაში ტურიზმიდან სამი მილიარდი დოლარი შემოსული, ეს არის შემოსავალი კერძო სექტორის - სასტუმრო-სარესტორნო ბიზნესისთვის, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებისა და მეღვინეებისთვის, ტუროპერატორებისთვის, ექსკურსიამძღოლებისა და სერვისების მუშაკებისთვის. გარდა ამისა, ეს არის ქართველების კონტაქტები რუსებთან, რომლებიც „თურმე“ კულტურული და გულუხვი ხალხია - განსხვავებით საქართველოში მოზღვავებული, აზიის ქვეყნებიდან ჩამოსული თავხედი და აგრესიული სტუმრებისგან, რომლებიც თავს სტუმრებად საერთოდ არ გრძნობენ.

შეიძლება თუ არა პლუსად მივიჩნიოთ რუსეთის ფედერაციის 120 000-მდე მოქალაქე, რომლებიც მობილიზაციის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ საქართველოში და გაურკვეველი ვადით დარჩნენ აქ? ალბათ კი, თუმცა ეს რუსეთის მოსახლეობის ის ნაწილია, რომელიც არ იწონებს თავისი მთავრობის ქმედებებს, რომელიც საქართველოში ძირითადად IT- მომსახურებითაა დაკავებული, საკუთარივე რუსი ტურისტების მომსახურების სფეროში და მცირე სარესტორნო ბიზნესით. საქართველოში დარჩენილი რუსების რაოდენობა - 120 ათასი - გაცილებით ნაკლებია ვიდრე საქართველოდან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ წასული რუსები - საქართველოში 350 ათასი რუსი ცხოვრობდა, დღეს კი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოკლებით, დაახლოებით 20 ათასია დარჩენილი.

ცნობისთვის: უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში შემოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა დაარეგისტრირეს 711 იურიდიული პირი, ამასთან, ფ-ის 9789 მოქალაქე ინდმეწარმედ დარეგისტრირდა. 1 მარტიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციის 2585-მა მოქალაქემ საქართველოში იყიდა 2964 ბინა, საერთო ფართით 189 084 კვ.; რუსეთის ფედერაციის 252 მოქალაქემ იყიდა 249 მიწის ნაკვეთი 37,9 ჰექტარი ფართობით (რუსეთის ფედერაციის 53-მა მოქალაქემ შეიძინა ნაკვეთი შენობებისა და ნაგებობების გარეშე, 199-მა - შენობებით ან ნაგებობებით). იანვრიდან აგვისტომდე საქართველოში რუსეთის 977 მოქალაქე დასაქმდა, საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ანგარიშებზე თანხა 1,2 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

პლუსია, რომ ქართველი და არაქართველი ეროვნების საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ცალსახად არის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირების მომხრე, მინუსია - რომ ესენი ძირითადად 55+ მოქალაქეები არიან, რომლებსაც არ აქვთ არავითარი პოლიტიკური ტრიბუნა - არც პარტია, არც ტელევიზია. მინუსი, რომ მთელი ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი - პრეზიდენტი, მთავრობა, საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია, ასევე ოპოზიციური და პროსამთავრობო ტელეკომპანიები საჯაროდ იკავებენ ერთიან პოზიციას უკრაინის მიმართ - მხარს უჭერენ მას და გმობენ "აგრესორ და ოკუპანტ რუსეთს“.

   როგორც ხედავთ, მინუსი უფრო მეტია, ვიდრე პლიუსი. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ შეერთებულმა შტატებმა დღეს წარმოადგინა თავისი მთავარი ამოცანა რეგიონში - დომინირება შავ ზღვაში, რომელშიც საქართველოს, რუმინეთის შემდეგ, მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ეს განცხადება პირველად რამდენიმე წლის წინ გაკეთდა, მაგრამ პანდემიის გამო ეს კამპანია მიწყნარდა და დღეს განახლდა უკრაინაში ომთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დამხობისა და ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების მრავალი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, შეერთებული შტატები იძულებული იქნებიან იმუშაოს "ქართულ ოცნებასთან", რომელიც პერიოდულად გამოხატავს უკმაყოფილებას ამერიკელი ელჩის, სენატორებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან ზედმეტად თავხედური მითითებებით. ამიტომ, უახლოეს მომავალში მმართველი პარტიის მიმართ ტონი შერბილდება და საქართველოს შესთავაზებენ მრავალ ბონუსს - ფინანსურ დახმარებას, შეიარაღებადა ევროკავშირსა და ნატოში ვადამდე გაწევრების დაპირებებს - სიღრმისეული სამხედრო თანამშრომლობის და, შესაძლებელია, ალიანსის სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნაზე სანაცვლოდ. ამიტომ, როდესაც რუსეთში გააცნობიერებენ საქართველოსთან „სუფთა ფურცლიდან“ მუშაობის დაწყების აუცილებლობას, შესაძლოა უკვე გვიანი იყოს...

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2022 წლის 4 დეკემბერი
საქართველო, თბილისი