აქტუალური
პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს გამართულ საქართველოს მთავრობის საგანგებო ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის გადაწყვეტილება გააჟღერა. „კახა ბაინდურაშვილმა გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე მოღვაწეობა გააგრძელოს კერძო სექტორში. ჩვენ ვილაპარაკეთ და პირველ ეტაპზე წავა „საქართველოს ფოსტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ... მას ცალკე გეგმები აქვს და თქვენთან ილაპარაკებს დღეს ამ გეგმებზე. მინდა, მადლობა გადავუხადო კახას, რაც მან გასწია ამ ბოლო წლების განმავლობაში მთელი ქვეყნისთვის“, – განაცხადა გილაურმა.