რედაქტორისგან
ჯალალ ედ-დინიდან კელი დეგნანამდე: საქართველოში „რუსული მართლმადიდებლობის“ გეგმური დევნა დაიწყო - არნო ხიდირბეგიშვილი

     „ქართველებს შთაუნერგეს, რომ ღვთის სახლში შევარდნა, ძარცვა და გაუპატიურება ხატების წინ დასაშვებია, იმიტომ, რომ არავისი შიში არ უნდა ჰქონდეთ - აქაოდა, ღმერთი რუსი ოკუპანტია, ხოლო მართლმადიდებლობა - მისი ტანკი!“

   აშშ-ის ქმედებების პროგნოზირებას ანალიტიკოსობა არ სჭირდება, რადგან აშშ-ის ისტებლიშმენტი უკიდურესად კონსერვატიულია და ყოველთვის აპრობირებული მოდელების გამოყენებას ამჯობინებს. კრეატიული პოლიტიკური აზროვნების პოტენციალი ამერიკასა და ევროპაში იმდენად „გაყინა“ ცივი ომისწლებში, რომ პრაქტიკულად დაიწრიტდა დღეს ვერ ადაპტირდება მრავალპოლარულ მსოფლიოსთან, ისეთი მოძველებული შეხედულებებ უგულებელყოფით, როგორიცაა „რუსეთი მტერია“, „ ჩინეთი მტერია“, „ირანი - მტერია“ და ა.შ.

   ბიუროკრატიული აშშ-თვის ქცევის ფორმულები შეიმუშავეს პოლონელმა ბჟეზინსკიმ და უნგრელმა სოროსმა: პირველმა დაადგინა, რომ კომუნიზმის განადგურების შემდეგ რუსეთის მართლმადიდებლობა დარჩა ამერიკის ერთადერთ მტრად”, ხოლო მეორემ შექმნა ფონდიღია საზოგადოება“, „დახურული“, ტრადიციებზე, მათ შორის - მართლმადიდებლობაზე დაფუძნებული, საზოგადოებების „გასახსნელად“ გრანტებით მოსყიდული და ფონდის ფილიალებში ტრენინგ გავლილი ადგილობრივი მოქალაქეების ხელით მოწყობილი რევოლუციების გზით (რომელთაგანაც მოგვიანებით მარიონეტულ ხელისუფლებას აყალიბებენ).

   საქართველოში ამერიკის ელჩის „შუშის“ თვალები აადვილებს მისი განზრახვების ბოლომდე ამოცნობას. კელი დეგნანის თავში კი დაწვრილებით გაწერილი დახავსებული გეგმაა, რომელშიც ყველაფერი მეორდება. იმისათვის, რომ მკითხველს უკეთ ავუხსნა ამ გეგმის მიზანი, ქვემოთ მხოლოდ ბოლო წლიურ ციკლს მოვიყვან.

   გასული 2021 წლის სექტემბერში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული თვალთვალის მონაცემთა ბაზა ინტერნეტში (DarkNet-ში) მოხვდა, მაგრამ ათიათასობით აუდიო და ვიდეო ჩანაწერიდან, ასევე თანდართული კრებსებიდან, სკანდალური მითქმა-მოთქმის თემად იქცა არა პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და საზოგადოებაში ცნობილი სხვა ადამიანების ცხოვრებიდან, არამედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო პირების ჩირქმომცხები პიკანტური დეტალები, რომლებიც, გარდა პედოფილიისა და კორუფციისა, ეჭვმიტანილები არიან რუსეთთან კავშირში.

   შემდგომ რუსეთთან კავშირში უაპელაციოდ დაადანაშაულეს მმართველი პარტია - საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა. რადიკალურმა ოპოზიციამ და მისმა მომსახურე მედიამ, დაქირავებული დასავლელი ლობისტების ჯგუფის დახმარებით (გადამდგარი და მოქმედი ამერიკელი და ევროპელი ჩინოვნიკები და პარლამენტარები, საკმარისია დავასახელოთ ყველაზე აქტიური - დევიდ კრამერი და ანა ფოტიგა, აშშ-ყოფილდა მოქმედი ელჩები - იან კელი და კელი დეგნანი) გამოაცხადეს „ქართული ოცნება“ კრემლის ინტერესების გამტარებლად საქართველოში, ხოლო მისი დამფუძნებელი და ექსთავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი - პუტინის წინაშე რუსეთის ორბიტაზე საქართველოს დაბრუნების ნაკისრი ვალდებულებიშესრულებლად. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და სხვა საერთაშორისო მოედნებზე საქართველოს მოქმედი ხელისუფლება მწვავე კრიტიკას დაექვემდებარა იმის გამო, რომ უარი თქვა ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე, უკან დაიხია დემოკრატიული რეფორმებისა კუთხით და ჩრდილოეთის გზას დაადგა“, ხოლო უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ - რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებაზე უარის თქმის გამო (საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ბაზებზე თავდასხმით, რითაც აიძულებდა რუსეთს, ბრძოლა ორ ფრონტზე).

ასევე, მმართველ გუნდი „ამხილეს“ იმაში, რომ არ სურდა მიეღო დეოლიგარქიზაციის -„დეივანიშვილიზაციის” შესახებ ინდივიდუალური კანონი, ანუ გამოეცხადებინა ზემოხსენებული მეცენატი და მილიარდერი ივანიშვილი ოლიგარქად, საქართველოს ერთპიროვნულ ჩრდილოვან მმართველად, მოეხდინა მისი ქონების ექსპროპრიაცია და იძულებული გაეხადათ დაეტოვებინა სამშობლო. შემთხვევითი როდია, რომ ამგვარი კანონის მიღება ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თორმეტი სავალდებულო პირობიდან ერთ-ერთად ჩაწერა.

   შემთხვევითი არ არის, რომ რადიკალურ ოპოზიციას შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი, ქართველი რეპატრიანტი პარიზიდან, მენშევიკების შამომავალი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ნატოს სტრუქტურაში მსახურობდა და რომელმაც თავისი ისტორიული სამშობლო პირველად იხილა ხანდაზმულობაში და ისიც - სააკაშვილის მიერ მოწვევის წყალობით, რისგანაც აშკარად აღფრთოვანებული არ დარჩენილა… პარტიების (პარლამენტარები სააკაშვილის ექს-მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“და მის ბაზაზე შექმნილი ოპოზიციური პარტიები „ევროპული საქართველო“, სტრატეგია „აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ლელო“), ტელეკომპანიების („მთავარი არხი“, „პირველი“, „ფორმულა“, „კავკასია“), არასამთავრობო ორგანიზაციები („საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და სოროსის ფონდის მხარდაჭერით შექმნილი ათეული მსგავსი) რუსოფობიურმა ალიანსმა მოითხოვაშშ-სგან, შემოოთ სანქციები საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც თითქოსდა ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში (ატარებს რუსული ნავთობით დატვირთულ ტანკერებს თავისი საზღვაო ნავსადგურებით, ატარებს უპილოტო აპარატებით დატვირთულ თვითმფრინავებს ირანიდან რუსეთში თავისი საჰაერო სივრცით, თავის ბანკებში ახორციელებს სანქცირებული რუსული კომპანიების ფულად ოპერაციებს). კიევისთვის მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, უკრაინის ხელისუფლებამ, რომელთანაც ქართული „რადიკალური ოპოზიცია“, უფრო ზუსტად კი - კლასიკური კოლაბორაციონისტები მუდმივ კოორდინაციაში არიან (არახამიასთან, პოდოლიაკთან, არესტოვიჩთან, სტეფანჩუკთან, კულებასთან და ზელენსკისთანაც კი), მოითხოვა აშშ-გან ინდივიდუალური სანქციების დაწესება ორი ათეული მსხვილი ქართველი ბიზნესმენისთვის, რომელთა სიავაშინგტონში გაგზავნეს.

(მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, საქართველოს გარდა, არც ერთ, თუნდაც ყველაზე რადიკალურ ოპოზიციას არასოდეს მოუთხოვია სანქციების დაწესება საკუთარივე ქვეყნის, საკუთარივე ხალხის წინააღმდეგ! მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, საქართველოს გარდა, არც ერთ, თუნდაც ყველაზე რადიკალურ ოპოზიციას არ უმხელია თავისი ქვეყანა ერთ-ერთი მეომარი მხარისთვის შეიარაღების ფარულად მიწოდებაში, და არ უქცევია იგი ბირთვული ზესახელმწიფოების სამიზნედ! საქართველოს გარდა, არც ერთ, თუნდაც ყველაზე რადიკალურ ოპოზიციას არასოდეს სურვებია თავისი სამშობლოს ტერიტორიის რუსეთსა და აშშ-შორის შეტაკების რენად გადაქცევა!)

   მაგრამ რაკიღა რადიკალური ოპოზიციის ყველა მცდელობამ ფუჭად ჩაიარა, ანუ:

- პრორუსულობის ბრალდებებმა მხოლოდ აამაღლა მმართველი პარტიის რეიტინგი, რადგან ქართველ ხალხს რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების იმედი აქვს და უხარია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას, თურმე, აქვს ასეთი პოტენციალი;

- არ გამოვიდა არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება და ახალი პარლამენტის მუშაობის ჩაშლა, რაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის შექმნას გამოიწვევდა;

– სახელმწიფო გადატრიალების – ე.წ. „გავრილოვის ღამე“ და „გახარიას ღამე“ - ყველა მცდელობა ჩაიშალა, ხოლო სააკაშვილი, რომელმაც უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს საზღვარი „რევოლუციის“ მორიგი მცდელობის სათავეში ჩადგომის მიზნით, რაკიღა მისი შეგირდები ამოცანას თავად ვერ გაუმკლავდნენ, დააკავეს;

- კიევისა და დასავლეთის შანტაჟმა ვერ აიძულა მოქმედი ხელისუფლება გაეხსნა „მეორე ფრონტი“ საქართველოში,

ამიტომ კვლავაც შეუტიეს მართლმადიდებლობადა გამოაცხადეს იგი "რუსულად" (იხ. ბჟეზინსკის ფორმულა დასაწყისში). შეუსატყვისობას, რომ საქართველო მეორე ქვეყანაა მსოფლიოში სომხეთის შემდეგ, რომელმაც ქრისტიანობა ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად 326 წელს მიიღო - რუსეთზე ექვსი საუკუნით ადრე! - აქ, ბოდბის ქალთა მონასტერში დაკრძალული წმინდა მოციქულთა თანასწორი ნინკაპადოკიელი - საქართველოს განმანათლებლის ხელით, რადიკალური ფსევდოქართული ოპოზიცია და მათი უბადრუკი დასავლელი პატრონები, როგორც ჩანს, არ ითვალისწინებენ.

   გავიმეორებ: პრორუსად გამოცხადებული მმართველი პარტია ქართული ოცნებისადა ივანიშვილიგაუთავებელი გმობის შემდეგ, რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელიც დაკომპლექტებულია ათეისტებით, რუსოფობებით, პროპაგანდისტებით, ჰომოსექსუალებითდა დასავლური სპეცსამსახურების აგენტებით, ერთიანი ფრონტით შეუტია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მისი წინამძღოლ ილია მეორეს, როგორც უკანასკნელ ბასტიონ, რომელიც იცავს საქართველოს დასავლეთიან უღმერთბის, უზნეობისა და გლობალიზმის შემოჭრისაგან.

(თუმცა, ზემოჩამოთვლილებს სხვა გამოსავალი არ აქვთ, გარდა იმისა, რომ ნებისმიერი გზით ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება, სხვაგვარად, ნებისმიერ ხელისუფლებას ყოველთვის შეეძლება მოითხოვოს ბუღალტრული უწყებები საქართველოში აკრედიტებულ ზოგიერთ დიპწარმომადგენლობაში, სადაც ისინი, კოლაბორაციონისტები, ხელს აწერენ, ანუ მათ მიერ დოლარებში მიღებული თანხები ანს.)

   მაშ, ასე: გასულ პარასკევს, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის ლიკვიდაციის საერთაშორისო დღეს, 30 და 40 წელზე ნაკლები ასაკის ორი მამრი არსება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტერში, 74 წლის მონაზვნის კელიაში შეიჭრა, მონაზონი სცემა, გააუპატიურა და გაძარცვა, წაიღო ურნები მრევლის შემოწირულობებით. შეგახსენებთ, რომ ეს ხდება წმინდა ქართულ მიწაზე - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პირველ და მთავარ წილხვედრში, სადაც ხსოვარი დროიდან არსებობქალის კულტი, სადაც 100 ათასმა ქართველმა ჯალალ ედ-დინის ჯარისკაცების ხელით თავის მოკვეთა ამჯობინა ხატების ფეხქვეშ გათელვას, სადაც საბჭოთა დროიდან მოყოლებული ვერავინ გაუტოლდება გავლენითა და ხალხის სიყვარულით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსდა უნეტარეს ილია მეორეს, რასაც ადასტურებს ცნობილი ამერიკული და ევროპული ინსტიტუტების მიერ საქართველოში ჩატარებული ყველა თანამედროვე სოციალური კვლევა!

   მაშ, როგორ მოხდა, რომ ქართველებმა ერთდროულად აღმართეს ხელი ქალზეც და ეკლესიაზეც? ვინ არიან ეს, როგორც ხაშურისა და სურამის ეპარქიის ეპისკოპოსმა სიმეონმა (წაკაშვილმა) განაცხადა - არასწორად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც უბიძგებენ უპოვარ ადამიანებს ეკლესიის წინააღმდეგ ამხედრებისკენ“? საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრეს-მდივანმა, დეკანოზმა ანდრიამ (ჯაღმაიძე) მომხდარში დაადანაშაულა „გარკვეული მედია საშუალებები“, „თეოლოგები“ და „ექსპერტები“, რომლებმაც გამართეს „გაძლიერებული ანტიეკლესიური კამპანია“. „მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენი ქვეყნის ხსნა, მისი ეკონომიური აღმასვლა და პოლიტიკური გამარჯვებები მართლმადიდებლური ეკლესიის სრული რეორგანიზაციით ან საერთოდ, დაშლით უნდა მოხდეს... საკრალურის შეურაცხყოფა დამახინჯებული იდეოლოგიაა, რომელიც დესაკრალიზაციის გზით ხსნის ყველა ბარიერს და პროფანაციას ეწევა იმ­სა, რაც მასაზრდოებელი უნდა იყოს ადამიანთა სულიერი ცხოვრებისა“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

და საიდან მოდის ეს წრეგადასულობა?! რა თქმა უნდა, სოროსისგან (იხ. დასაწყისში), რომელიც თავისი ფონდი „ღია საზოგადოების“ მეშვეობით რევოლუციების გზით “ხსნის“ ტრადიციებზე, მათ შორის მართლმადიდებლობაზე დაფუძნებულ დახურულსაზოგადოებებს! ბჟეზინსკისგან (იხ. დასაწყისში), რომელიც ამერიკის ერთადერთ მტრად მიიჩნევს კომუნიზმის ნგრევის შემდეგ დარჩენილ "რუსულ მართლმადიდებლობას"! ესენი არიან ზემოხსენებული „არასწორად მოაზროვნე“ ევროქართველები რადიკალური ოპოზიციიდან, რომლის ხერხემალისოროსის ფონდის დიპლომირებული კურსდამთავრებულები არიან, რომლებმაც, 2003 წელს „ვარდების რევოლუციით“ საქართველოში ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ტაძართა კარებლეწავდნენ სამხედრო სატვირთო მანქანებით; ესენი არიან მათი ზემოხსენებული ტელეკომპანიები, იქ მომუშავე პროპაგანდისტების - ათეისტების, რუსოფობებისა და ჰომოსექსუალები პერსონალი; ესენი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები - ე.წ. სამოქალაქო სექტორი - ლგბტ-თემის ხელმძღვანელობით, ჰომოსექსუალების, ფემინისტებისა და გენდერული თანასწორობის უფლებებისთვის მებრძოლები; ესენი არიან მათი საყრდენი ხელისუფლებაში, საქართველოს ომბუდსმენი ლომჯარია და პრეზიდენტი ზურაბიშვილი!

   მთელი ეს „ფენოვანი ტორტი“ აშშ-ელჩმა კელი დეგნანმა „გამოაცხო“ - იმავე მიზნებისკენ, რაც ჯალალ-დ-დინმა, რომელმაც 1226 წლის 13 ნოემბერს თბილისი ააოხრა. დიახ, აშშ-ის ელჩი 21-საუკუნეში და ვარაზმის შაჰი მე-13 საუკუნეში ერთსა და იმავე მიზანს ესწრაფვიან - აიძულონ ქართველი ხალხი უარყოს მართლმადიდებლობა და დაამხოს საქართველოს ხელისუფლება, გაანადგუროს მისი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის უკანასკნელი შემორჩენილი სიმბოლო - ქრისტიანობა, მართლმადიდებლური სახელმწიფოს შემქმნელი რელიგია!

ამიტომაც უნერგავენ ქართველ ქალებს, რომ ისინი ქართველი მამაკაცების მიერ სათანადოდ დაფასებული ქალღმერთები კი არა, დამცირებული მონები არიან, რათა თვით მონაზონის ცემა და გაუპატიურება ჩვეულებრივი ამბავი იყოს! ამიტომაც უნერგავენ ქართველ ქალებს, რომ მათ შვილები კი არ უნდა აღზარდონ, არამედ მამაკაცების თანასწორად უნდა იმუშაონ. ანუ ყველაფერი ქრისტიანული სწავლების, ასევე ისლამის, იუდაიზმისა და სხვა ტრადიციული რელიგიების საწინააღმდეგოდ! აქ ხომ არ იმალება საქართველოსთვის ჩვეულფემიციდის სათავეები, როდესაც სოროსის ფონდში „გენდერული თანასწორობის“ ტრენინგებით ტვინგამორეცხილი სუსტი სქესის წარმომადგენლები აპროვოცირებენ თავიანთ ქმრებსა და პარტნიორებს ქალებზე ხელით შეხებისა და მკვლელობის გახშირებულ ფაქტებზე? ხომ არ წარმოადგენს საქართველოში ეს მოვლენები დასავლეთის მიერ პროვოცირებული ქალთა პროტესტის გაგრძელებაირანში, რომლებიც უარს ამბობენ ტრადიციული თავსაბურავითავის დაფარვაზე საჯარო ადგილებში?

გასულ კვირას ქართულ მონასტერში მომხდარი გაუგონარი დანაშაული დასავლეთის ძირგამომთხრელი ანტიქართული ანტისახელმწიფოებრივი, ანტიმართლმადიდებლური საქმიანობის შედეგია - თამარ მეფის, ვახტანგ გორგასლისა და დავით აღმაშენებლის უძველეს მიწაზე, რომელთა შთამომავლებმაც, თურმე, ჩვეულებრივ ამბად უნდა მიიღონ ერთსქესიანთა ქორწინებები, უგულებელჰყონ ოჯახისა და ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის ტრადიციული ინსტიტუტი, უარი თქვან მამსა და დედაზე „მშობლის №1“-ისდა ”მშობელი №2”-ის სასარგებლოდ და შეეგუონ, რომ ადამის და ევას ჰეტეროსექსუალური შთამომავლების გარდა, არსებობს 20-ზე მეტი გენდერი! ოღამ "სქესთაგან" ბავშვები "რატომღაც" არ იბადებიან...

ქართველებს ჩაუნერგეს, რომ ნებადართულია ღვთის სამყოფელში შეჭრა, ხატების წინ ძარცვა და გაუპატიურება, რადგან რიდი არავისი უნდა ჰქონდეთ - აქაოდა, ღმერთი რუსი ოკუპანტიაო, ხოლო მართლმადიდებლობა - მისი ტანკი!

საქართველოში მართლმადიდებლობის, ეკლესიისა და მისი წინამძღოლის წინააღმდეგ ბრძოლა პირველი დღე როდია, რაც მიმდინარეობს:

- როდესაც საქართველოს პარლამენტმა, მისი მაშინდელი თავმჯდომარის, ამავე დროს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, უსუფაშვილის ინიციატივით, მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი სექსუალური უმცირესობების უფლებების ექსკლუზიური დაცვის შესახებ, მიუხედავად ილია მეორის ოფიციალური წერილისა თხოვნით, რომ ეს არ გააკეთონ;

- როდესაც საქართველოში ერთი წუთითაც არ შეწყვეტილა ბოკერიასა და მისი ცოლის მიერ წამოწყებული „ლიბერტარიანების“ (ხალხის მიერ ზედგამოჭრით შერქმეული „ლიბერასტების“) კგბ-სა და კრემლთან კათოლიკოს-პატრიარქის თანამშრომლობის „მამხილებელი“ მედიაკამპანია;

- როცა აწ უკვე ეკლესიიდან გაგდებულმა (მისივე თქმით, „ქართულ ეკლესიაში პედერასტიის, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილებისთვის“) ყოფილმა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ (სააკაშვილების ოჯახის აღმსარებელმა) საჯაროდ „ამხილა“ პატრიარქი და წმინდა სინოდი ჰომოსექსუალიზმში;

- როდესაც ომბუდსმენ ლომჯარიას (აშშ-ელჩის მეგობარი, რომელიც სახალხო დამცველის აპარატში სექტანტთა და სეკულარისტთა მთელ განყოფილებას ინახავს) წაქეზებით, ქალაქ ნინოწმინდაში ობოლ ბავშვთა საეკლესიო სკოლა-ინტერნატი დაიხურა „ბავშვებთან ჰომოსექსუალური კავშირების ეჭვით“.

   ყურადღება მიაქციეთ გასული კვირის მოვლენებს, რომლებიც წინ უძღვოდა ზემოაღნიშნულ დანაშაულს 25 ნოემბერს ქალთა მონასტერში: ყოფილმა ქმარმა დაწვა ცოლი, მამამ გააუპატიურა ქალიშვილი, ხოლო 20 ნოემბერს ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა, რამაც ნამდვილი ისტერიკა გამოიწვია რადიკალურ ოპოზიციაში - აქაოდა, „როგორ გაბედა ილია მეორემ მიელოცა ოკუპანტთა პატრიარქისთვის, რომელიც ამერიკული სანქციების ქვეშაა, როცა რუსეთი დასავლეთში ტერორისტულ სახელმწიფოდ არის აღიარებული?!“. ამ ქვეყანაში საპატრიარქო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება და რუსეთის გაგრძელება, რომელიც ცდილობს საზოგადოებაში სიძულვილი, ზიზღი და კიდევ უფრო მეტი ძალადობა დათესოს... საპატრიარქო ძალიან ხშირად აჭარბებს თავის უფლებამოსილებებს და ერევა პოლიტიკურ პროცესებში. ამიტომ ამ ინსტიტუტს რუსეთის გაგრძელებად ვაფასებ. ამას კონკრეტული მიზეზები აქვს - პატრიარქკირილისთვის მილოცვა, ასევე უკრაინის ავტოკეფალიის დღემდე არაღიარება. რუსეთს დიდი გავლენა აქვს ჩვენს საპატრიარქოზე. ფემიციდის შესახებ განცხადებას რომ აკეთებენ, ქვეყნის მიმართ მტრულად არიან განწყობილნი, მაგრამ პატრიარქ კირილეს დაბადების დღეს ულოცავენ“, - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა სახემ, რესპუბლიკური პარტიის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, პარლამენტარმა ხათუნა სამნიძემ.

   რა უნდა მოიმოქმედოს ამ სიტუაციაში ნამდვილმა ქართველმა და თუნდაც საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ? ისევ გააგრძელოს ცრუპენტელობა ქართველების ევროატლანტიკური დემოკრატიული ღირებულებებისკენ ისტორიულ სწრაფვაზე, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ საქართველოს უალტერნატივო ევროატლანტიკურ გზაზე, ქართველ ზეზვასა და მზიზე - პირველ ევროპელებზე? თუ დადგეს მახვილით, წინაპრების მსგავსად, მართლმადიდებლობის დასაცავად, რადგან საქართველო და მართლმადიდებლობა სინონიმებია?

... ამასობაში კი საქართველოს მეფეების ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II-ის ნეშტის ჩამოსვენება რუსეთიდან საქართველოში, რაზე შეთანხმებაც ჯერ კიდევ 2013 წლის იანვარში მიღწეული იქნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან ისტორიული შეხვედრის დროს, უკვე 10 წელია ჭიანურდება...

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი.

2022 წლის 2 დეკემბერი
საქართველო, თბილისი