პოლიტიკა
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი

 საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბუქარესტში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები გამოხატავენ მტკიცე ერთგულებას ალიანსის ღია კარის პოლიტიკისადმი.

დასავლეთ ბალკანეთის და შავი ზღვის რეგიონებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის. ჩვენ მივესალმებით ჩვენს შეხვედრას ნატო-პარტნიორების, ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რამდენადაც ნატო აძლიერებს მორგებულ მხარდაჭერას მათი მთლიანობისა და გამძლეობის შესაქმნელად, შესაძლებლობების განვითარებისა და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის დასაცავად.

ჩვენ მტკიცედ ერთგული ვართ ალიანსის ღია კარის პოლიტიკისადმი. ვადასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მივიღეთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.