აქტუალური
თამარ ბერუჩაშვილი რუმინეთში ელჩად დაინიშნა

 საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. თამარ ბერუჩაშვილი რუმინეთში ელჩად დაინიშნა. მანამდე იგი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ასევე შავი ზღვის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციებზე მუშაობდა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 24 ნოემბერს, თამარ ბერუჩაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.

"პრემიერმა თამარ ბერუჩაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა", - აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თამარ ბერუჩაშვილი სხვადასხვა დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და მინისტრის მოადგილე იყო. ის ასევე მუშაობდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის თანამდებობებზე.