რელიგია
რომის პაპმა უკრაინაში ომი 1930-იანი წლების ჰოლოდომორს შეადარა

 საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. რომის პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში ომი 1930-იანი წლების ჰოლოდომორს შეადარა.

რომის პაპმა ყველას მოუწოდა, ილოცონ უკრაინელებისთვის.

მოდით, ვიფიქროთ წამებულ უკრაინაზე. 26 ნოემბერს აღინიშნება ჰოლოდომორის საშინელი გენოციდის წლისთავი. 1932-1933 წლების შიმშილით მოსპობა, რომელიც ხელოვნურად გამოიწვია სტალინმა. ვილოცოთ ამ გენოციდის მსხვერპლთათვის და ვილოცოთ უამრავი უკრაინელისთვის — ბავშვებისთვის, ქალებისთვის, მოხუცებისთვის, რომლებიც დღეს აგრესიის წამებით იტანჯებიან“, – განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.