რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: შეიძლება თუ არა საქართველოს კრიტიკულ სიტუაციაში რუსეთის იმედი ჰქონდეს და რატომ დუმს გარეგინ მეორე

    უცხოელი ჟურნალისტების მიერ ინტერვიუებში დასმული კითხვები ხშირად მიუთითებს იმაზე, რომ საზღვარგარეთ ნაკლებად აქვთ წარმოდგენა იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში, არადა, ჟურნალისტები ხომ საზოგადოების ერთ-ერთი კარგად ინფორმირებული ნაწილია, თუ არა ყველაზე ინფორმირებული! როდესაც არაკომპეტენტური კითხვები მესმის, პასუხების სურვილს ვკარგავ, რადგან საფუძვლიანი დეტალური პასუხები ნაკლებად საინტერესოა ფართო მკითხველისთვის - ფეიკების გაუთთავებელი ნიაღვარით გადაღლილ ადამიანებს სკანდალური სენსაციები ურჩევნია და თანაც - რაც შეიძლება მოკლედ! ხოლო საქართველოს ხელისუფლება, რომელიც 2012 წლიდან მმართველი პარტია „ქართული ოცნებით“ არის დაკომპლექტებული, კვლავაც ქარიზმატული სპიკერების - პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების - მწვავე დეფიციტს განიცდის. ჩვეულებრივ, არჩევანი კეთდება რომელიმე „ექსპერტზე“, რომელსაერთი თოქ-შოუდან მეორეში დაატარებენ, სანამ ის მოდიდან არ გამოვა, განსაკუთრებით სისულელეს არ წამოაყრანტალებს, ან სანამ მას ოპოზიცია არ გადაიბირებს. ცალკეული გამონაკლისებია - პრემიერი ღარიბაშვილი, პარტიის თავმჯდომარე კობახიძე - არ ითვლება, მათი ბრიფინგები, გამოსვლები და კომენტარები რადიკალური ოპოზიციის ლანძღვა-გინებაში იკარგება. „საქინფორმი“-ს გარდა, საქართველოში არ არსებობს მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალება, რომელიც უცხოელ მკითხველს მიუკერძოებლად აცნობს ობიექტურ ინფორმაციას ამჟამინდელი ხელისუფლების მოღვაწეობის შესახებ.

   კიდევ ერთი „წვრილმანი“: პრეზიდენტი შევარდნაძე, დაე იშვიათად, მაგრამ კომენტარს აკეთებდა რუსულად, ხანდახან მისი აზრის გაგებას მთხოვდა რუსეთის ცენტრალური მედია, მაგრამ აუდიტორია, როგორც გესმით, იყო მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე, დაწყებული მეზობლებით - სომხეთითა და აზერბაიჯანით. ასევე, დაე იშვიათად, ინტერვიუს ვაკეთებდი ილია მეორესთან, რომელიც ირიბად განკუთვნილი იყო რუსი ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლებისთვის, მაგრამ უკვე მრავალი წელია, "ვიღაცამ" დაარწმუნა უწმინდესი, უარი ეთქვა ამ ზემნიშვნელოვან გამონაკლისებზე. (გადის დრო, და ილია მეორის სიბრძნე, რომელიც მთელ მართმადიდებელ სამყაროს განძია, ხალხისთვის უცნობი, საპატრიარქოს ზანდუკებში დამალული რჩება! „მავანს“ ძალიან არ უნდა, რომ მსოფლიო ქართველების პატრიარქს, მის ბრწყინვალე რუსულზე, მოუსმინოს, როგორც არ აწყობთ, სტალინის მემკვიდრეობა, არაჩვეულებრივ მდიდრულ რუსულ ენაზე, ქართველების მომავალ თაობებს დარჩეს - ემანდ, რუსულის სწავლა არ დაიწყონ!).

   მაშ, საიდან აიღებს რეალურ ინფორმაციას საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის უცხოელი ჟურნალისტები, თუ რა ხდება საქართველოში?! ცარიელ ნიშას კი მაშინვე ავსებენ უწმინდური ანტისახელმწიფოებრივი ძალები - ტროლები, პროპაგანდისტები და სხვა აფერისტები, რომლებიც მაუწყებლობენ რუსულზეც, ქართულსა და ინგლისურ ენებზე! სააკაშვილს ყოველთვის ჰყავდა რუსულენოვანი ინტერნეტ-დივერსანტების ჯგუფი - ბლოგერები რუსეთიდან, იგივე პანფილოვი მოსკოვიდან და გვარამია აფხაზეთიდან, ტელეკომპანია „ალანია“, შემდეგ კი „ПИК“-ი, რამდენიმე საინფორმაციო სააგენტო და გაზეთი. ეს ყველაფერი დღეს მუშაობს, პანფილოვს დაემატა კუროპტევი, ხოლო პრეზიდენტი/აგენტი ზურაბიშვილი, რომელიც არ ერიდება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების, მისი მთავრობის მიმართ საკუთარ არაკეთილგანწყობილებას, მუდმივად აძლევს ინტერვიუებს დასავლურ პრესას. ანუ ევროპა და აშშ საქართველოს შესახებ ინფორმაციას იღებენ გაგულისებული ემიგრანტის ბაგეებიდან, რომელსაც აშშ- ელჩებზე - კელი პირველზე (იან) და კელი მეორეზე (დეგნან) არანაკლებ ეზიზღება ქართველი ხალხიჩამორჩენილობისგამო, ასევე, ევროდეპუტატებისა და დონფრიდის, ან კრამერის მსგავსი ამერიკელი ჩინოვნიკების, აგრეთვე, კანონმდებლების, მაგალითად, სენატორი შაჰინის პირიდან! მაგრამ საქართველო უფრო მეტად არის დამოკიდებული სსრკ-ის ყოფილ ქვეყნებზე, რომლებმაც საერთოდ არაფერი იციან და არ ესმით ჩვენს შესახებ...

   მოვლენები კი რუსთაველის ქვეყანაში საკმაოდ დრამატულად ვითარდება. საქართველოს ზემოაღნიშნული გარე მტრები მჭიდრო კონტაქტში/კოორდინაციაში არიან მის შიდა მტრებთან - რადიკალურ ოპოზიციასა და მის მედიასთან ამჟამინდელი ხელისუფლების დამხობის მიზნით, რასაც დიდი ხანია უკვე აღარც მალავენ. მოტივაცია უბრალოდ აღმაშფოთებელია თავისი სიყალბითა და თავხედობით - აქაოდა, "ქართულმა ოცნებამ" უნდა დაუთმოს ოპოზიციას (სააკაშვილის ექსმმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბაზაზე შექმნილი რამდენიმე პარტია, რომელთა საერთო რეიტინგი არ აღემატება ამომრჩეველთა 15%-), რადგან პრორუსულია, არ ეომება რუსეთს, პოლიტპატიმრები - სააკაშვილი და გვარამია - ყავს, მას ხელმძღვანელობს რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც ასრულებს პუტინის წინაშე აღებულ მოვალეობებს.

ვიმეორებ, თქვენ კი ჩაუფიქრდით - საქართველოს ღიად ემუქრებიან მისი მტრები, რადგან:

- მას არ გაუხსნია აქმეორე ფრონტისაქართველოსთვის მტრული სახელმწიფოს - უკრაინის დასახმარებლად, არ დაარტყა რუსულ ბაზებს ცხინვალსა და აფხაზეთში;

- იმიტომ, რომ ციხეშია - ქურდი, რომელმაც მილიონები მოიპარა, სააკაშვილის ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენდირექტორი, ოპოზიციის მთავარი პროპაგანდისტი;

- იმიტომ, რომ 21- საუკუნის კაცობრიობის წინააღმდეგ დამნაშავე სააკაშვილი უკვე ერთი წელია საავადმყოფოში სიმულირებს მომაკვდავს, როგორც ადრე - მისი დაქალი ტიმოშენკო;

- საქართველომ, თურმე, ოსტაკიზმს უნდა დაუქვემდებაროს მეცენატი, რომელმაც მას დაახარჯა თავისი 3 მილიარდი დოლარი და თუ პარლამენტი არ მიიღებს კანონს "დეოლიგარქიზაციის შესახებ", რომელშიც ეწერება "ივანიშვილი ოლიგარქია", საქართველოს კვლავ უარს ეტყვიან ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსზე, რომელიც მიენიჭათ უკრაინასა და მოლდოვას.

   აი ასეთი ორმაგი სტანდარტები გვაქვს: ყველაფერი უკრაინული კარგია მხოლოდ იმისთვის, რომ რუსეთი ლაფში ამოვსვაროთ! ხოლო როცა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი უკრაინის კონსტიტუციიდან დააკოპირა, ეს თურმე ცუდია, რადგან იქ კონკრეტულად არ წერიადეივანიშვილიზაცია“! და განა საქართველოს კონსტიტუციაში არ შეიტანეს მუხლი, რომ ქართველი ხალხის ოცნებაა გახდეს ნატოს წევრი?! ჩვენ მიჩვეული ვართ დასავლელი მეურვეების ზეწოლის ქვეშ მივიღოთსახელობითიკანონები! ხოლო თუ მოხდა სააკაშვილისა და გვარამიას შეწყალება, რასაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი აპირებს, მაშინ საქართველო, როგორც სახელმწიფო სამუდამოდ დავიწყებას მიეცემა! შერჩევითი სასჯელი, აქაოდა, ერთი დასავლეთის მარიონეტია, მეორე კი დასავლური პროპაგანდის რუპორი, შექმნის პრეცედენტს, რომლის მიხედვითაც პატიმრები დაიყოფილიან პრივილეგირებულებად და მდაბიოებად, როგორც სააკაშვილის რეჟიმის მეთაურებმა დაყვეს ქართველი ხალხი! არის კი მსოფლიოში საქართველოს გარდა სხვა ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც ოფიციალური მოღალატეები არიან - ითხოვენ კოლექტიური დასავლეთისგან სანქციების დაწესებას სამშობლოს წინააღმდეგ?! მიჭირს დასახელება, ალბათ, რუსეთიც, რუსული ოპოზიცია და უქნარა ფსევდოინტელიგენცია, დეზერტირები...

   და საერთოდ, საქართველოსა და რუსეთს საერთო ბედი აქვთ: დღეს საქართველოს წინააღმდეგაც იბრძვიან უთანასწორო ძალები - შიდა და გარე მტრები, მაგრამ ქართველი პოლიტიკოსები უკრაინას და დასავლეთს "საქართველოს მეგობრებს" უწოდებენ და თუ ეს "მეგობრები" უფრო გადამწყვეტ ზომებს მიმართავენ ჩვენს წინააღმდეგ, როგორც ამას ხშირად აკეთებდნენ მსოფლიოში და როგორც კიევი უკვე დაგვემუქრა?! ვინ იქნება მაშინ მეგობარი და დაეხმარება საქართველოს, რუსეთის გარდა?

მაგრამ დათანხმდება რუსეთი საქართველოს დახმარებას, რასაც მანამდე უყოყმანოდ გააკეთებდა? და მიმართავს საქართველოს ხელისუფლება რუსეთს დახმარებისთვის, თუ შეინარჩუნებსსიამაყეს“, როგორც ფაშინიანი, რომელმაც თავისისიამაყის“ გამო დაკარგა ის, რისი შენარცუნება სომხეთს შეეძლო (5 რაიონი)?! დღეს კი სომხეთის პრემიერ-მინისტრი "კეკლუცობს" და არ აწერს ხელსОДКБ- რეზოლუციას, როგორც სააკაშვილი „კეკლუცობდა“ 2008 წელს, როცა თავიდან ხელს არ აწერდა მედვედევ-სარკოზის შეთანხმებას, სანამ საფრანგეთის პრეზიდენტმა არ აუხსნა ბრიყვს, რომ თუ სასწრაფოდ არ მოაწერს ხელს, რუსული ტანკები თბილისიდან ოც კილომეტრშია და ის სამხრეთ ოსეთზე ბევრად მეტს დაკარგავს! თუმცა, სომხეთში არსებობს მოსაზრება, რომ დღეს ფაშინიანი სომხეთს შეგნებულად უთმობს თურქეთს, ისევე როგორც სააკაშვილი - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთი უთმობდა რუსეთს, მედვედევ-სარკოზის შეთანხმების ბოლო პუნქტის გადახაზვით - "სამხრეთ ოსეთის სტატუსის შემდგომი განხილვის შესახებ. "სამხრეთ ოსეთი საქართველოა და აქ განსახილველი არაფერია!" - ვითომ პატრიოტულად წამოიძახა სააკაშვილმა, დღეს კი ფაშინიანმა იმავე "წარმატებით" გაიმეორა მისი ფსევდოპატრიოტული აქტი.

   როგორც ჩანს, სომხეთს ჯერ ყველაფერი წინ აქვს და საქმე ამით არ დამთავრდება... „Слава Украине! Хероям Слава! Конец режиму Путина!“ - გაყვიროდა სომხური ოპოზიცია მიტინგზე, ერევანში ჩასული ლავროვისა და პუტინის დახვედრისას. იგივე ოპოზიცია, რომელმაც ფაშინიანი მოიყვანა ხელისუფლებაში! მაგრამ რატომ დუმს სომხების კათოლიკოს-პატრიარქი? რატომ დიდი ხანია, არ ისმის სომეხთა სულიერი მამის გარეგინ II-ის ხმა? თუმცა, წარმოუდგენელია ლეგენდარული მისი უწმინდესობა უმაღლესი პატრიარქისა და ყველა სომეხთა კათოლიკოსის ვაზგენ პირველის დუმილი სომხეთისთვის ასეთ კრიტიკულ ჟამს! სომეხთა კათალიკოსი დუმს მადლიერების ნიშნად ფაშინიანისადმი იმის გამო, რომ 2018 წელს მან შეაჩერა თავისი ოპოზიცია, რომელიც პატრიარქის რეზიდენციაში ამ უკანასკნელის გადადგომის მოთხოვნით შეიჭრა!

   საქართველოს დავუბრუნდები: 2012 წლის მარტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით ნაკლებად ლანძღავდნენ - მთავარი დარტყმა ჩემსკენ, „საქინფორმი“-ს მთავარი რედაქტორის წინააღმდეგ იყო მომართული (მისი უდიდებულესობა ინტერნეტი ინახავს ყველაფერს). მაშინ მე და მოგვინებით - ილია მეორე მივულოცეთ ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. მაშინ ხელისუფლებაში ჯერ კიდევ სააკაშვილის ტერორისტები იყვნენ და პატრიარქმა თავისი მილოცვით პრაქტიკულად სიცოცხლე გადამარჩინა... ჩემს მილოცვაში გამოვთქვი იმედი, რომ პუტინის ახალი პრეზიდენტობის დროს საქართველო ტერიტორიულად გამთლიანებული სუვერენული ქვეყანა გახდება. დღეს კი შიდა მტრების - სააკაშვილის ნარჩენების ერთადერთი სამიზნედ უწმიდესი და უნეტარესი იქცა, რომელმაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილეს დაბადების დღე მიულოცა რუსეთსა და უკრაინას, რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტების სწრაფად მოგვარების სურვილით.

საქართველოს პატრიარქის ფიზიკური უძლურების მიუხედავად, მის გარეშე სიტუაცია არა მარტო ეკლესიაში, არამედ სახელმწიფოშიც შესაძლებელია ბევრჯერ უმართავი გამხდარიყო. ილია მეორეს არასოდეს გამოუყენებია საკუთარი ავტორიტეტი - უშუალოდ არ მიუმართავს მოთხოვნით უზარმაზარ მრევლს, რისი სრული უფლება ჰქონდა! და ქართველი ხალხი სიამოვნებით შეასრულებდა ნებისმიერ მის სიტყვას. თუმცა, პატრიარქის მოსაზრება, რომელიც „ეკლესიის გალავანს“ არ ცდება, სიტყვების გარეშეც კი, უზარმაზარ როლს თამაშობს. მშობლები, თუნდაც უძლურნი, შვილებს ზურგს უმაგრებენ, მათ გარეშე ობლები ვართ, ქართველები კი პატრიარქის შვილები ვართ!

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2022 წლის 25 ნოემბერი
საქართველო, თბილისი