აქტუალური
დღეს მოქმედი ნორმით, გადასახადი სასტუმროში ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით ითვლება. ახალი ინიციატივით კი, მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროებს გადასახადის გაქირავებული ფართის მიხედვით მოუწევთ.
პარტია „თავისუფალი საქართველო“ აღნიშნულ ინიციატივას აფასებს როგორც ტურისტულ ბიზნესში მომუშავე ადამიანებზე ტერორს. „მცირე სასტუმროების მეპატრონეები ვერ შეძლებენ ამ თანხის გადახდას და მუშაობის გაგრძელებას“, – განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე მიმი გაბრიჩიძემ.