პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მოითხოვს საქართველოს პარლამენტისგან, არ მიიღოს კანონი ვენეციის კომისიის თანხმობის გარეშე

 საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. „კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მტკიცე მოსაზრებას, რომ ამ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა”, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში 21 ნოემბერს „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით 16 ნოემერს მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებების ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნის გეგმაზე ქართულ ოცნებაში ჯერ არაფერი უთქვამთ.

ქართულმა ოცნებამ „დეოლიგარქიზციის“ შესახებ კანონპროექტში ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის საპასუხოდ შეიმუშავა. მისი წარდგენისას, იურიდიულ საკითხთა კომისტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ ის უკრაინული კანონპროექტის ანალოგია, მცირედი განსხვევებით და პოტენციურ ოლიგარქთა რეესტრის შედგენაზე პასუხისმგებელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ნაცვლად პარლამენტი იქნება.

საგულისხმოა, რომ ქართულ ოცნებაში არაერთხელ განმარტეს, რომ „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონი მათი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება, მიუხედავად ოპონენტების მტკიცებისა, რომ ერთ-ერთი პირველი, რომელსაც საკნონმდებლო ინიციატივა უნდა შეეხოს, სწორედ ივანიშვილია.

უკრაინული კანონპროექტის გადმოკოპირება გააკრიტიკეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრშიც“ და ხაზი გაუსვეს, რომ ქვეყნებს შორის „კონტექსტუალური განსხვავებების გათვალისწინებით“, საქართველოს მიერ უკრაინის „ანტიოლიგარქიული“ კანონის ანალოგის მიღება „არ უნდა ჩაითვალოს გონივრულ ნაბიჯად“.