„ქართულ“ რადიკალურ ოპოზიციას სინდისი რომ ჰქონოდა, პოლიტიკოსები რომ ყოფილიყვნენ და არა ვადაგასული პოლიტიკური პროდუქტით მოსპეკულირე მოვაჭრეები, დიდი ხნის წინ გავიდოდნენ პენსიაზე. და თუ დიდი ხნის წინ არა, მაშინ გასულ პარასკევს მაინც, პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით გამოსვლის შემდეგ, რომელმაც ოპოზიციას პოლიტიკური მომავლის ოდნავი შანსიც არ დაუტოვა და მათ ბნელი წარსული შეახსენა. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ეს ისე კი არ გააკეთა, როგორც წინა გამოსვლების დროს - ემოციურად კი არ მიახალა პირში საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებს სამხილები, არამედ დაფიქრებით, ერთი-მეორის მიყოლებით წარუდგენდა მომაკვდინებელ კომპრომატებს ქართველი საზოგადოების სამსჯავროზე, რომელიც პლენარული სხდომის პირდაპირ ტრანსლაციას ტელევიზიით უყურებდა.
ვსარგებლობ რა შემთხვევით, მინდა ავხსნა „ორი დიდი განსხვავება“, როგორც ძირძველი ოდესელები ამბობენ. საქართველოში არის პოლიტიკოსების, NJO-ების, ჟურნალისტებისა და ექსპერტების კატეგორია, რომლებიც იღებენ უცხოურ გრანტებს, მათ შორის სხვადასხვა საელჩოებიდან და იქ გირაოში ტოვებენ თავიანთ დამოუკიდებლობას (პოლიტიკური დაკვეთის შესასრულებლად საჭირო დროის განმავლობაში). ეს დაკვეთები შესაძლოა არ ემთხვეოდეს მათ პირად პოზიციას, თუ ასეთი საერთოდ აქვთ. საშიშროება ჩნდება მაშინ, როცა ეს დაკვეთები მომდინარეობს საქართველოს მიმართ არამეგობრული სახელმწიფოებიდან და პირდაპირ ემუქრება მის ეროვნულ უსაფრთხოებას, რაც სხვა არაფერია თუ არა ჰიბრიდული ომის ელემენტები - ძირგამომთხრელი პროპაგანდა, რომელიც მიმართულია ხელისუფლების დამხობის მიზნით ანტისამთავრობო საბოტაჟისკენ.
სააკაშვილის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის სარგებლობდა გრანტის მიმცემთა პოლიტიკური მხარდაჭერით (ამერიკული და ევროპული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომლებმაც ხელი თავიანთ მთავრობებთან აქვთ მოწერილი - მაგალითად, სოროსის ფონდი, IRI, NDI და ა.შ. ), რადგან ეს გრანტები წარმოადგენს მათთვის კაპიტალის დაბანდებას, ბიზნესს. პოლიტიკური ბიზნესი უფრო მომგებიანია, ვიდრე იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობა, რადგან ის ნერგავს მარიონეტულ რეჟიმებს, რომლებიც ვაჭრობენ ნარკოტიკებითაც და იარაღითაც, შემდეგ კი იწყებენ ომებს, რათა ყველაფერი ომს ჩამოაწერონ. ნათელი მაგალითია ის, რასაც სჩადის ამჟამად ზელენსკის რეჟიმი უკრაინაში და რასაც სჩადიოდა სააკაშვილის რეჟიმი საქართველოში. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნარკოტიკებით ვაჭრობა ძალოვანი სტრუქტურების მიერ კონტროლირებად კონვეირზე დააყენა; პრეზიდენტმა სააკაშვილმა აშშ-ის და უკრაინის მიერ საქართველოსთვის მიწოდებული/შეძენილი იარაღი მესამე ქვეყნებში საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებზე გაყიდა, „გაათეთრა“ მილიარდობით დოლარი, რომელთა ნაწილი მიმწოდებლებს უბრუნდებოდა. ხოლო თავდაცვის მინისტრმა კეზერაშვილმა ეს იარაღი ჩამოაწერა ცხინვალში 5-დღიან ომს, როგორც ამას აკეთებს ახლა კიევის სახელმწიფო, რომელიც საერთაშორისო ტერორისტებს ნატოს ქვეყნების მიერ მიწოდებულ იარაღს აწვდის და ამას რუსეთთან ომს მიაწერს.
დღეს საქართველოში რადიკალური ოპოზიცია, ”ნაცმოძრაობის“ მეთაურობით, რამდენიმე მიზეზის გამო სულს ღაფავს, რომელთაგან პირველი, თუ არ გავითვალისწინებთ მისი ამჟამინდელი ლიდერების უკიდურესად დაბალ დონეს, არის მცდარი პოლიტიკური გათვლა, რომელიც დაკავშირებულია ღარიბაშვილის ფაქტორის არასათანადოდ შეფასებასთან. ბოლო 10 წლის განმავლობაში (2012 წლიდან) ოპოზიციას „საათის ისრები გადაჰქონდა“ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე, როგორც გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრზე, და „შუბებს“ მხოლოდ მილიარდერის „შუშის სასახლეს“ ალეწავდა; დღეს კი მოუწევს აღიაროს პრემიერ ღარიბაშვილის პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც მოქმედებების თავისუფლება აქვს და ხშირად იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ივანიშვილი, როგორც პრემიერი, არ მიიღებდა. პრეზიდენტების - მარგველაშვილის (მთლიანად) და ზურაბიშვილის (ნაწილობრივ), პრემიერ-მინისტრების - კვირიკაშვილის (ნაწილობრივ) და გახარიას (მთლიანად) მოსყიდვით, ოპოზიცია ღარიბაშვილს "შეეტაკა", ამიტომ სახელმწიფო გადატრიალების ყველა მისი მცდელობა ჩაიშალა. პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი არასოდეს შორდებოდა „ტახტს“, პირველ და მეორე პრემიერობას შორის ინტერვალში ის თავდაცვის მინისტრი იყო. გარდა ამისა, ოპოზიცია არ ითვალისწინებს, რომ დღეს ღარიბაშვილი, როგორც შუამავალი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომელმაც საქმით დაამტკიცა მედიატორის უნარი, უკვე რეგიონული მასშტაბის ფიგურაა. ღარიბაშვილთან პირისპირ სასაუბროდ ალიევი და ფაშინიანი თბილისში ჩამოდიან, რომ აღარაფერი ვთქვათ სატელეფონო საუბრებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, რომელიც საჭიროების შემთხვევაში კავკასიაში მეზობლებს სტუმრობს, მაქოს დიპლომატიას არ ერიდება. საქართველოს დიდი ხანია არ ჰყოლია ჭეშმარიტად ქართველი ლიდერი, რომელმაც მოახერხა არა მხოლოდ ოფიციალური და პარტნიორული, არამედ მეგობრული ურთიერთობების დამყარება თავის სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან, რაც ძალიან ახარებთ საქართველოში კომპაქტურად მცხოვრებ მრავალათასიან სომხურ და აზერბაიჯანულ დიასპორებს.
არადა, ყარაბაღის კონფლიქტი საბოლოოდ მოგვარებულად ჯერ არ შეიძლება ჩაითვალოს - სამხედრო მოქმედებებში გადაზრდილი პროვოკაციები ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოსალოდნელი იყოს. მით უფრო, რომ სანამ მოსკოვი დაკავებულია უკრაინული ფრონტით, ზოგიერთი არარეგიონული სახელმწიფო, მომენტის მოხელთებით, იმედოვნებს სერიოზული დივიდენდების მიღებას სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის დაპირისპირების სპეკულირებით. ამასთან, პრემიერ ღარიბაშვილის ფიგურა წარმოადგენს ბაქოსა და ერევნის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური გეგმების გარანტს, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს სატრანზიტო ფუნქციასთან - როგორც სატრანსპორტო დერეფნის, ასევე კასპიის ნახშირწყალბადების ტრანზიტის კუთხით - თურქეთამდე და შემდგომ ევროპაში.
ოპოზიციის სრული ფიასკოს მეორე მიზეზი სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას, უფრო სწორედ - გიჟულის გიჟური გეგმებია. საქართველოში ჩვეულებრივ მას აღიქვამენ, როგორც სკანდალურ სულელს, რომელიც ასაკის შეუფერებლად კეკლუცსა და მოდურს, თუმცა ეს მხოლოდ ნაწილობრივ მართალია. სსრკ „კა-გე-ბე“-ს პირველი განყოფილების აგენტი, პროფესორი-თურქოლოგი ინტრიგებს ხლართავდა სახელმწიფო უნივერსიტეტში, აყურადებდა და ენა მიჰქონდა პროფესურის განწყობებზე კარიერის მიზნით - ჯერ საკუთარის, შემდეგ კი - მისი საყვარელი შვილის - მიშიკოსი, რომლის მთავარი მეურვეც და მრჩეველიც, თავის ღვიძლ ძმასთან, თემურ ალასანიასთან ერთად, მთელი ცხოვრება იყო. განათლების სფერო გი(ჟ)ული ალასანიას არ დაუტოვებია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც, გახსნა რა აქ კერძო თურქული უნივერსიტეტები. თურქოლოგი გიული თავის მთავარ იმედებს ყოველთვის უკავშირებდა თავის უახლოეს მეგობარს, თურქ მქადაგებელს ფეთჰულა გიულენს, რომელთანაც ახლო პირადი და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა. გიულენთან პარტნიორობით, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს პრეზიდენტ ერდოღანს თურქეთსა და მსოფლიოში გავლენის თვალსაზრისით, გიულიმ საქართველოში გახსნა არა მხოლოდ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა, არამედ 18 ლიცეუმისა და უმაღლესი სასწავლებლების ქსელი, პროთურქული სულისკვეთებით ახალგაზრდების განათლების მიზნით. ჩანაფიქრი მარტივია: ახალგაზრდობა, რომელმაც გიული-გიულენის თურქული უნივერსიტეტები დაამთავრა, ლოიალურად მოეკიდება აჭარის თურქეთიზაციას. გარდა იდეოოგოიური დატვირთვისა, ეს, რა თქმა უმდა, სარფიანი ბიზნესია სააკაშვილის „ერთგული“ მედია-ხელმძღვანელების დასახმარებლად!
აშშ დღემდე არ გადასცემს ანკარას თურქეთში 2016 წლის ივლისში, პუტინის წყალობით, წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორს, რადგანაც თურქეთის მიერ ტერორისტად აღიარებულ და თურქეთის მოქალაქეობა ჩამორთმეულ გიულენს ალტერნატიული ხელისუფლების ლიდერად მოიაზრებენ, რომელმაც მომავალ წელს უნდა შეცვალოს ერდოღანის მთავრობა. ამერიკული პროექტი "გიულენის"-ის შესახებ ჩინებულად იცის მთელ რიგ ამერიკელ პოლიტოლოგებსა და პოლიტტექნოლოგებთან (კოფი, კარპენტერი, კიზინგერი, კრამერი და ა.შ.) მუდმივ კავშირში მყოფმა გიჟული ალასანიამ, რომელიც დროდადრო იწვევს მათ თბილისში მის მიერ ორგანიზებული კონფერენციებზე - რევოლუციურ თავყრილობებზე, როგორც ეს იყო "გავრილოვის ღამის" დროს 2019 წლის ივნისში. გიჟული ნამდვილად იმედოვნებს, რომ 2023 წლის ივნისში, თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში, ერდოღანი დამარცხდება ოპოზიციასთან, რომლის სულიერი ლიდერიც გიულენია. გიჟული ალასანია ითვალისწინებს ერდოღანის დაბალ რეიტინგს (დაახლოებით 20%) გიულენის მხარდამჭერების მასობრივი დაკავებების გამო. თურქოლოგი გიჟული გიჟურ გეგმებს აწყობს, რომლის მიხედვითაც, თურქეთში გამარჯვებული გიულენის გუნდი მის შვილს ქართული ტყვეობიდან გაათავისუფლებს და აჭარაში თურქეთის პრეზიდენტის რწმუნებულად დანიშნავს. როგორც გიჟულის სჯერა, აჭარა, ადრე თუ გვიან, საბოლოოდ თურქეთს მიუერთდება. აბა, რით არ არის გიჟული?!
ამერიკულ პროექტს - "გიულენი" და გიულის გეგმებს მხოლოდ გიულენის სასიკვდილო დაავადებანი თუ შეაფერხებს, რომელმაც შესაძლოა ვერ იცოცხლოს თავისი "ვარსკვლავურ საათამდე". მომავალ არჩევნებში ერდოღანის სასარგებლოდ ასევე იმუშავებს მისი აქტიური შუამავლის როლი მეომარ მხარეებს - რუსეთსა და უკრაინას შორის, რუსეთის პრეზიდენტი პუტინის კეთილგანწყობა, რომელთანაც დიდი ხანია საქმიანი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, ასევე აზერბაიჯანელებისა და ყარაბაღის დაბრუნების გამო მადლიერი აზერბაიჯანის პრეზიდენტის მხარდაჭერა. უცნობია, ვინ გაიმარჯვებს თურქეთის არჩევნებში, მაგრამ დღეს ნიჭიერი კომედიანტი სააკაშვილი, რომელიც იმდენს სიმულირებდა სხვადასხვა დაავადებას, რომ მართლაც ავად გახდა და შეიძლება გიულენზე ადრეც დალიოს სული...
მესამე მიზეზი, რის გამოც საქართველოში ოპოზიციის რეანიმირება შეუძლებელია, არის ოპოზიციური კლანების შიდა ბრძოლა: „ნაციონალების“ „ობშიაკის“ ორი მაყურებელი - კეზერაშვილი და ადეიშვილი - ლობირებენ თავიანთ მარიონეტებს ოპოზიციის ლიდერობისთვის (ვაშაძე, ხვიჩია, მელია), პროცესს შეუერთდნენ მერაბიშვილი და ახალაია, რომლებმაც სასაცილო სასჯელი მოიხადეს. ავადმყოფი სააკაშვილის ახირების დაფინანსების შეწყვეტა კეზერაშვილისთვის დიდი შვებაა, მიუხედავად გიჟულის მუქარისა და შანტაჟისა, რომელიც გამუდმებით ფულს ითხოვს. ხოლო ეს ფული საჭიროა არა მხოლოდ ამომრჩევლის მოსასყიდად, არამედ ამერიკელი და ევროპელი ლობისტებისთვის, რასაც მოწმობს ამერიკელი სენატორებისა და ევროპელი პარლამენტარების მიერ საქართველოს შესახებ „გამანადგურებელი“ რეზოლუციები. მათი მოთხოვნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ ერთი და იგივეა: „გაუხვიეთ კრემლის გზიდან და დაუბრუნდით მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოსთვის ნაანდერძევ დემოკრატიული რეფორმების დასავლურ გზას!“, „გაუშვით ექსპრეზიდენტი სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ!“ ,,გაათავისუფლეთ სააკაშვილის ტელეკომპანიის გენდირექტორი ნიკა გვარამია ციხიდან! სხვათა შორის, მათთვის, ვინც სააკაშვილის დედას ჯერ კიდევ უწყინარ, თავის სექსუალურობით შეწუხებულ ქალბატონად თვლის: თურმე მისი შვილის ტელეკომპანია „მთავარი არხი“ გიჟულის უმაღლესი სასწავლებლებით (გიული-გიულენის ქსელი) ფინანსდება - ისევე, როგორც მეორე კლანის ტელეკომპანია - "ფორმულა" - მისი მფლობელი კეზერაშვილის მიერ. ქართულმა სპეცსამსახურებმა ასევე გაარკვიეს, რომ „საქართველოს პორტებში ანტირუსული სანქციების გვერდის ავლით შემოსული კონტრაბანდული რუსული ტანკერები“ სინამდვილეში კეზერაშვილისა და მისი პარტნიორი ნაკაიძის ბიზნესი აღმოჩნდა! ქართულ მედიაში კი გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც მიმდინარე წლის ივლისში კეზერაშვილი ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში ხვდება კურტ უოლკერს, რომლის წარდგენაც მკითხველს არ სჭირდება...
ვერ ხედავს რა პერსპექტივას, ანუ კარგი ფულის შოვნის შესაძლებლობას, თემურ ალასანიამ, სსრკ კგბ-ს 1-ლი განყოფილების ყოფილმა პოლკოვნიკმა, ახლა კი ჯაშუშმა და თუ მზვერავმა, მიაფურთხა თავის დისშვილ მიშას,და გაემგზავრა მოსკოვში, თუ შეერთებულ შტატებში, რომელთა მოქალაქეც არის. "ამ პატარა თამაშებისთვის მაი სისთერ გიულიც საკმარისია!" - სამართლიანად თვლის სააკაშვილის ბიძა. გიჟული ალასანია კი უკვე „ხმალს ლესავს“ - აქაოდა, ალაზნის ველს სინამდვილეში „ალასნის“ ჰქვიაო! როგორც ცნობილია, სააკაშვილი დღემდე ფლობს ვენახებს და სახლს კახეთში, რომლებსაც თვალი დაადგა დედიკო გიჟულმა, ფიქრებში რომ უკვე დამარხა შვილი, იმის შიშით, რომ სახელმწიფომ არ ჩამოართვას ეს დანაშაულებრივი გზით შეძენილი ქონება მიშას გარდაცვალების შემდეგ.
არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
2022 წლის 19 ნოემბერი
საქართველო, თბილისი