სამართალი
საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია 23 ნოემბერს, 18:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ ახლახან მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე - „თავისუფლება მიშას“ განაცხადეს.
ორგანიზატორების თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე შედეგი არ იქნება მიღწეული.
მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციას მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, სხვადასხვა პარტიის ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.