სამართალი
ირაკლი კობახიძე: ევროკომისარი პოზიტიური გზავნილებით გამოვიდა და მთელი ოპოზიცია თავს დაესხა

 საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. ევროკომისარი პოზიტიური გზავნილებით გამოვიდა და მთელი ოპოზიცია თავს დაესხა. ვერც მოითმინეს. მათ პირდაპირ წამოსცდათ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების მიმართულებით ყველანაირ ძვრას უპირისპირდებიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ინტერესი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი და საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით წინსვლის შეფერხებაა.

დავინახეთ, რომ გამოვიდა ევროკომისარი, რომელიც არის უშუალოდ პასუხისმგებელი გაფართოებაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. გამოვიდა ეს ადამიანი პოზიტიური გზავნილებით და თავს დაესხა მთელი ოპოზიცია. თქვენ ხედავთ, რომ ვერც მოითმინეს. მათ პირდაპირ წამოსცდათ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების მიმართულებით ყველანაირ ძვრას უპირისპირდებიან, იმდენად მიუღებელია მათთვის ეს ყველაფერი. მათ აქვთ ერთადერთი პოლიტიკური ინტერესი, რომ სარგებელი ნახონ კანდიდატის სტატუსის არმინიჭებიდან ანუ, მათი ინტერესი ჩვენი ქვეყნის ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგება, სწორედ ამიტომ არ უჭერენ მხარს 12 პუნქტის ფარგლებში გათვალისწინებულ რეფორმებს, შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებს და ა.შ. მათ აქვთ ერთადერთი ინტერესი, საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით წინსვლა რამენაირად შეფერხდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.