კახა კუკავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
გუშინ,16 ივნისს სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერ კახა კუკავასა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პეტროს ეფთიმიუსთან.
შეხვედრაზე კახა კუკავამ ეუთოს პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მომხდარ დარბევასთან დაკავშირებით. ამასთან, „თავისუფალი საქართველოს“ლიდერმა ეფთიმიუს გადასცა თხოვნა, რომ ეუთომ დაიწყოს მონიტორინგი 26 მაისის დარბევის საკითხების გამოძიებაზე.