საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსესუსი თორმეტივე პრიორიტეტზე, ეს ყოველთვის ასე იყო, ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში, არა აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ ბრძოლასა და კონიუნქტურას, ეს არის მიზანი, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი თაობა-ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ოლივერ ვარჰეიმ იმედი გამოთქვა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია დაინახავს ევროკავშირისგან უნიკალურ შეთავაზებას და გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას.
„დღეს მე ხმას მივაწვდენ პარლამენტის ყველა წევრს. შევხვდები პარლამენტის თავმჯდომარეს, პოლიტიკურ გუნდს და ჩემი გზავნილი იქნება იგივე, ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსესუსი თორმეტივე პრიორიტეტზე. ეს ყოველთვის ასე იყო, ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში. მაგალითად, ჩემი ქვეყანა რომ ავიღოთ, უნგრეთში ეს იყო ჩვენი ეროვნული კონსესუსის შემადგენელი. არა აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ ბრძოლასა და კონიუნქტურას. ეს არის მიზანი, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი თაობა. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ მე მექნება კარგი ამბები საქართველოდან ბრიუსელისკენ წასაღებად, იმიტომ, რომ პარლამენტი არის მნიშვნელოვანი ასპექტი ამ თანხმობაში. ეს არის მნიშვნელოვანი დიდი რეფორმები, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში და პარლამენტის კომპეტენციაში და მანდატში ბევრი საკითხი შედის. ამიტომ, მოგვიწევს მუშაობა ერთად და იმედი მაქვს, რომ ეროვნული კონსესუსი შედგება იმ ყოველდღიური რუტინული საკითხების მიღმა. რა თქმა უნდა, მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ პროცესში და იმედი მაქვს, რომ როგორც ვახსენე უკვე, ყველა პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური ელიტის წევრი დაინახავს, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, უნიკალური შეთავაზება საქართველოსთვის. იმედია, ამას ყველა დაინახავს და ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ვერ გამოიყენებთ ამ შანსს“,- განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.