აქტუალური
ოლივერ ვარჰეი: ბოლო წლის განმავლობაში ეკონომიკის განვითარება სახეზეა, პროგრესია საქართველოში

 საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო მე ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდი საქართველოში. წელიწადზე მეტი იქნება რაც წინა ჯერზე ვიყავი ჩამოსული, მართალი, რომ გითხრათ ვხედავ უკვე განვითარებას - ეკონომიკა ყვავის, ქალაქში გავიარე და ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ ბოლო წლის განმავლობაში ეკონომიკის განვითარება სახეზეა, პროგრესი არსებობს საქართველოში, წინსვლა შეიმჩნევა ეკონომიკაში, - ამის შესახებ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ევროკომისარმა აღნიშნა, საქართველომ ძალიან კარგად აჩვენა, რომ მხოლოდ ევროკავშირი გაწევრიანება არის საქართველოს ძლიერი და მყარი მიზანი და ამისთვის საჭიროა გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა.

„მე ჩამოვედი როგორც ევროკომისარი სამეზობლო საკითხებში და გაფართოების საკითხებში, ეს პირველად არის ამ რანგში არამარტო სამეზობლო პოლიტიკის, არამედ გაფართოების მანდატითაც ჩამოვედი, ორივე მიმართულება მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ აი ამ სირთულეების პირობებში, რომელიც ორივეს გვიდგას წინ და აი, ამ ახალი გეოპოლიტიკური წნეხის და პერიოდის პროცესში, საქართველომ ძალიან კარგად დაგვანახა, რომ მხოლოდ ევროკავშირი გაწევრიანება არის საქართველოს ძლიერი და მყარი მიზანი და ამისთვის საჭიროა გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა, ჩვენ შევისმინეთ ეს გზავნილი და ჩამოვედი საქართველოში არა მხოლოდ იმის სათქმელად, რომ გავიგეთ ეს სათქმელი, არამედ იმისთვის, რომ მოგახსენოთ, რომ მზადა ვართ შევასრულოთ ეს თხოვნა. ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს არის ძალიან ძლიერი მანდატი არამარტო მთავრობისთვის, არამედ მთელი პოლიტიკური ელიტისთვის ქვეყანაში, და ყველა ვინც აქტიურია და მუშაობს ამ საკითხებზე მას ეხება, ამიტომ დღეს აქ ჩამოვედით ძალიან მკაფიო მიზნით - გვინდა, დაგეხმაროთ საქართველოს მოსამზადებლად, დაგეხმაროთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაში და აი ამ მიმართულებით გვინდა, რომ ერთად ვიაროთ წინ“, - აღნიშნა ვარჰეიმ.