აქტუალური
CNN: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი ანკარაში რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსს შეხვდება

 საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. „სიენენის“ ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი ანკარაში რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსს შეხვდება. როგორც „სიენენს“ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში უთხრეს, უილიამ ბარნსისა და სერგეი ნარიშკინის მოლაპარაკებები არის გაგრძელება აშშ-ის ძალისხმევისა, რომელიც მიმართულია „რისკების მართვაზე რუსეთთან კომუნიკაციისკენ“ და ასევე განიხილება „უსამართლოდ დაკავებული ამერიკელი მოქალაქეების“ საკითხი.

ჩვენ ღიად ვაცხადებდით იმ ფაქტის შესახებ, რომ გვაქვს საკომუნიკაციო არხები რუსეთთან რისკების მართვასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ბირთვულ საფრთხეებზე და სტრატეგიული სტაბილურობის რისკებზე. ამ ძალისხმევის ფარგლებში უილიამ ბარნსი დღეს შეხვდება რუსეთის დაზვერვის ხელმძღვანელს“, – განუცხადეს „სიენენს“ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში.

ამასთან, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბარნსი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას არ განიხილავს.

ის გადასცემს რუს კოლეგას გზავნილს რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგებთან დაკავშირებით, და სტრატეგიული სტაბილურობის ესკალაციის საფრთხეზე ისაუბრებს. ის ასევე წამოწევს რუსეთში უსამართლოდ დაკავებული ამერიკელი მოქალაქეების საქმეებს“, – აცხადებენ თეთრ სახლში.

პრესსპიკერმა განაცხადა, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს რუს კოლეგასთან შეხვედრის შესახებ უკრაინული მხარე წინასწარ იყო გაფრთხილებული.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ფუნდამენტურ პრინციპს და არ ვსაუბრობთ უკრაინის საკითხზე უკრაინელების გარეშე“, – ამბობენ თეთრ სახლში.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს აშშ-ის და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები ერთმანეთს 10 იანვარს შეხვდნენ.