აქტუალური
ვიზიტის ფარგლებში პოლონელი ექსპერტები საქსტატის ეროვნული ანგარიშების სამმართველოს თანამშრომლებს ჩაუტარებენ სემინარს თემაზე „ეროვნული ანგარიშები და რეგიონული ანგარიშები“. ექსპერტები გაეცნობიან საქართველოს ეროვნული ანგარიშების პრაქტიკას და გაუზიარებენ საქსტატის თანამშრომლებს პოლონეთის გამოცდილებას ამ საკითხებში. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობენ თბილისის მერიის წარმომადგენლები.
პოლონეთის მთავრობის დახმარებით აგვისტოში დაგეგმილია პოლონელი ექსპერტების კიდევ ერთი ვიზიტი საქართველოში.