უცხოეთი
უკრაინა ბელარუსთან საზღვარზე კედელს აშენებს

 საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინა ბელარუსთან საზღვარზე კედელს აშენებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.

ტიმოშენკოს თქმით, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარზე კედელი შენდება, ხოლო რუსეთთან მოსაზღვრე ოლქებში კი ფორტიფიკაციებითაც ამაგრებენ.

“ჩრდილოეთით მუშაობა დუღს - აქ ბელარუსთან საზღვარზე კედელს აშენებენ…

თხრილი, ბორცვი, რკინაბეტონის ღობე მავთულხლართებით - ესაა საინჟინრო ბარიერები, რომლებსაც ვოლინის ოლქში აშენებენ. ასე უკვე მოწყობილია საზღვრის დაახლოებით 3 კილომეტრი, მუშაობა გრძელდება. ეს ყველაფერი არაა, მაგრამ ყველა დეტალს არ გავამხელთ. მუშაობა მიმდინარეობს ასევე რივნესა და ჟიტომირის ოლქებში”, - წერს ტიმოშენკო.

მისი თქმით, უკრაინელ მესაზღვრეებს გააჩნიათ “ყველა საჭირო აღჭურვილობა იმისთვის, რომ მტერი ძალიან შორიდან დაინახონ”.

interpressnews.ge