აქტუალური
სერგეი შამბა: დასავლეთი საქართველოს აფხაზეთში „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს

 საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. დასავლეთი საქართველოს აფხაზეთში „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა.

ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

რეგიონში სიტუაციის გამწვავების საშიშროება არსებობს, რადგან დასავლეთი საქართველოს აფხაზეთში „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს. დღეს ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ალიანსი რუსეთთან, რომელიც ჩვენს ინტერესებს იცავს. აუცილებელია რუსეთის ფედერაციისადმი ერთგულების დემონსტრირება და ამავე დროს, აფხაზეთის შიგნით ერთიანობის გაძლიერება“, - განაცხადა შამბამ.