პოლიტიკა
პუტინმა სულიერ-ზნეობრივი ფასეულობების შენარჩუნების გეოპოლიტიკის საფუძვლები დაამტკიცა

 საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი ფასეულობების შენარჩუნების გეოპოლიტიკის საფუძვლების დამტკიცების შესახებ.

შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნებულია სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე.

ბრძანების თანახმად, ტრადიციული ღირებულებები მოიცავს სიცოცხლეს, ღირსებას, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, პატრიოტიზმს, მოქალაქეობრიობას, სამშობლოს მსახურებას, ასევე პასუხისმგებლობას მის ბედზე. გარდა ამისა, ჩამოთვლილია მაღალი ზნეობრივი იდეალები, მტკიცე ოჯახი, შემოქმედებითი შრომა, სულიერის უპირატესობა მატერიალურზე, ჰუმანიზმი, გულმოწყალება, სამართლიანობა, კოლექტივიზმი, ურთიერთდახმარება და ურთიერთპატივისცემა.