რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ვიღაცამ ამერიკის სასტიკად დასჯა გადაწყვიტა...

   როდესაც მეკითხებიან, გაუძლებს თუ არა რუსეთი დასავლეთის კოლექტიურ ზეწოლას, მირჩევნია მოკლედ ვუპასუხო, რადგან ქუჩა და სხვა ხალხმრავალი საზოგადოებრივი ადგილები არ არის ხელსაყრელი პოლიტიკური საუბრებისთვის. სტალინის სიტყვები - „Наша дело правое, победа будет за нами! - დღეს რუსეთში მთავარ ლოზუნგად იქცა, ამას იმეორებს უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობაც, პოლიტოლოგი- ტელეწამყვანებიცა და ხალხიც. კითხვა ახალი ნასწავლი მქონდა, ეს სიტყვები ბაბუების ლამაზ მედლებზე რომ წავიკითხე, მაგრამ მათ მნიშვნელობას გაცილებით გვიან ჩავწვდი...

   ვინ დაობს - სპეცოპერაცია გაჭიანურდა და გადაიქცა უცნაურ ომად, სადაც რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნების მთელი კონგლომერატი იბრძვის, ტვინშერყეული სლავი ხალხის - უკრაინელების ხელით. მეორე უცნაურობა თვითონ დასავლური კონგლომერატია, რომლის თავად არსებობაში ინტრიგა დევს - აშშ და დიდი ბრიტანეთი, რომლებსაც სურთ ევროკავშირის ქვეყნების მაქსიმალურად დასუსტება, რათა დამოკიდებულნი გახადონ, მათთან ერთად იმავე ანტირუსულ კოალიციაში არიან!

   იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცაძალიან მოინდომა აშშ-სა და ზოგადად - დასავლეთის დასჯა ამ ავანტიურისკენ ბიძგით. არ ვიცი ვინ არის ეს - ღმერთი, მსოფლიო კლუბი, მასონები, თუ დასავლეთის ქვეყნების ლიდერები, რომლებიც, ვითომ, რუსულმა სპეცსამსახურებმა გადაიბირეს? ასე რომ გაანადგურო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი საკუთარი ეკონომიკური და სამხედრო ძლიერება, როგორც ამას დღეს ამერიკა და ევროპა აკეთებენ, ან გიჟი უნდა იყო, ან იდიოტი, ანდა მოღალატე! ბუნებრივია, საყოველთაო სიგიჟე და ღალატი ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ის, რომ დასავლეთის ხელმძღვანელობა ბოლო წლებში ავლენს აშკარა, შემაძრწუნებელ პროვინციალიზმს და პრიმიტიულ აზროვნებას, გონებრივ არასრულფასოვნებას და არაადევატურობას (ისევე, როგორც ქართულიოპოზიცია!), უდავო ფაქტია. ალბათ ღმერთმა დასაჯა დასავლეთი ლიბერალიზმის, ჰომოსექსუალიზმისა და კონსუმერიზმის გამო იმით, რომ დებილი ხელმძღვანელები გაუგზავნა...

   ახლა საკითხი მხოლოდ ასე დგას - ისინი დროზე გაჩერდებიან, თუ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენებას აიძულებენ? გონივრული გადაწყვეტილებების მოლოდინი თავხედი თვალთმაქცებისგან, რომლებიც, ერთი მხრივ, არ წყვეტენ დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან და, მეორე მხრივ, მას ტერორისტად ნათლავენ და იარაღს აწვდიან უკრაინულ საზარბაზნე ხორცს, სამწუხაროდ, არ უნდა გვქონდეს.

   მეორე შემაშფოთებელი გარემოება არის ის, რასაც 2014 წლიდან ვაფრთხილებ პუბლიკაციებში: აშშ-სჭირდება ომი კავკასიაში (მადლობა Google-ს, ყველაფერი სახეზეა!). მიზეზი რამდენიმეა და ისინი ყოველწლიურად კი არ იკლებს, პირიქით... დღეს, სირიისა და უკრაინის შემდეგ, გადაწყდა, რომ ახალ „ცხელ წერტილად“ სამხრეთ კავკასია აქციონ. საქართველოს ხელისუფლების შეუპოვარი წინააღმდეგობა დესტრუქციული ძალების წნეხის მიმართ აშშ-ის ელჩის მეთაურობით, რომელიც წყვილად მუშაობს საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩთან, იან კელისთან (რომელიც ცნობილია თავისი სიძულვილით საქართველოსა და ქართველების მიმართ), ასევე ოფიციალური ბაქოს შეუვალი პოზიცია მათ დაბრკოლებებს უქმნის, თუმცა სახეზეა სომხეთის "უკრაინიზაციის" მცდელობები, რაც ძალიან შემაშფოთებელი.

   საქართველოსთვის მეორე ტრადიციული საშიშროება შიდა მტრებია, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიცია ჭკუანაკლული ხარბი ვიგინდარების ბრბოა, რომელსაც ქართველი ხალხი დასცინის. ესენია უკვე დაშლილი “ნაცმოძრაობის“ რამდენიმე ანასხლეტი (ყოველთვის მჯეროდა, რომ ანზორის ბიჭი აუცილებლად სიკეთის მომტანია!). თავად სააკაშვილიც ანეკდოტად იქცა - ერთი წლის მანძილზე მან ციხეში მხოლოდ ერთი თვე თუ გაატარა, დანარჩენი დრო საავადმყოფოებში გორაობს, დასავლეთის ფსიქიატრიულ კლინიკებში გადაყვანას ისტერიულად ითხოვს, ტირის-წივის და დღეში უამრავ ანალიზს იკეთებს, უცხოელ პროფესორებს სიმულიანტობით აგიჟებს და ლამის ყოველდღიურად წონაში 10 კილოს იკლებს… ამ ტრაგიკომედიის დროს დღითიდღე ახალგაზრდავდება დედიკო გიული, რომელმაც ტავისი ვაჟის ერთ-ერთ უფლებადამცველთან სასიყვარულო რომანი გააბა! შოკი და სირცხვილია ყველა ქართველისთვის, ჩვენ ხომ რამდენჯერმე ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტად ეს შეშლილი ნარკომანი და მშიშარა! თუმცა, უკრაინელებმა გადაგვიჯოკრეს და ნარკომან ზელენსკის სააკაშვილზე გაცილებით უარესი ხვედრი ელის...

   და, რა თქმა უნდა, საქართველოს მტერია მისი ამჟამინდელი პრეზიდენტი, თუმცა შეწყალების გარდა (როგორც ამბობენ - არცთუ უანგარო…), მას არავითარი განსაკუთრებული უფლებამოსილება არ გააჩნია, ხოლო მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების აღკვეთა კონსტიტუციის თანახმად ყოველთვის შეუძლია პარლამენტსა და მთავრობას. რისთვის დასაჯა ღმერთმა მაღლესი მთავარსარდალი სტალინის სამშობლო, როცა მას მაღლეს მთავარსარდლად ზურაბიშვილი გამოუგზავნა, ძნელი მისახვედრი როდია... არ შეიძლება არ დაეთანხმო ტრამპს, რომელმაც განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, აშშ-მა კიდევ ორი ​​წელი გაძლოს ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში, იგივე ეხება საქართველოსაც. ამიტომ, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები გაცილებით ნაკლები დაგვიჯდება, ვიდრე ზურაბიშვილის სასახლეში შენახვა, მისი ვოიაჟებისა და ახირებების ანაზღაურება, ასევე მისი ძირგამომთხრელი გადაწყვეტილებების გამოსწორება. პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ისევე როგორც აშშ-ელჩი დეგნანი, ერთპოლარული მახინჯი სამყაროს მოსამსახურეა, რომელიც შეუთავსებელია დღევანდელ რეალიებთან და საქართველოს კეთილდღეობასთან, ამიტომ რაც უფრო მალე გაემგზავრებიან მშობლიურ საფრანგეთსა და ამერიკაში, მით უკეთესი ჩვენთვის!

 

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2022 წლის 7 ნოემბერი
საქართველო, თბილისი