სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დაიწყო

 საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შარმ-ელ-შეიხის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

მთავრობის მეთაურს აეროპორტში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი რანია ალ-მაშატი და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხეილ თიგიშვილი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

შარმ-ელ-შეიხში პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.