პოლიტიკა
საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად თამაზ ბესტაევი დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბესტაევს პირადად შეხვდა და ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა.
თამაზ ბესტაევმა აღნიშნულ პოზიციაზე დიმიტრი სანაკოევი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა. ბესტაევი, ბოლო 15 წლის განმავლობაში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა.
მთავრობის მეთაურმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.